ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

მონაწილეობა ვარშავის კონფერენციაში

 

2014  წლის  4–6  დეკემბერს   პოლონეთში   ჩატარდა ვარშავის  უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ  ფერაძის  სახელობის  მე–12 საერთაშორისო კავკასიოლოგთა  კონფერენცია, რომელიც  ეძღვნებოდა უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის შემოქმედების 825 წლისთავს.

კონფერენციის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს  პრეზიდენტი  ბატონი  გიორგი  მარგველაშვილი და  პოლონეთის  პრეზიდენტი  ბატონი ბრონიშეუ  კომოროვსკი. კონფერენცია  მეტად  წარმომადგენლობითი იყო და მასში ცნობილი მეცნიერები და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაში მონაწიილეობა მიიღო და მოხსენებით წარდგა ქუთაისის  უნივერსიტეტის  ასოცირებული  პროფესორი    დარეჯან   ჩხიროძე.

კონფერენციის  ქართველი მონაწილეები შეხვდნენ  პოლონეთის  ელჩს ბატონ  ნიკოლოზ  ნიკოლოზიშვილს, ასევე  დაესწრნენ  წმ. გრიგოლ  ფერაძის  სახელობის  ეკლესიაში  ჩატარებულ პარაკლის.

{Gallery dir='news/15-12-2014'}


ბოლო სიახლეები