ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ფინალი შედგა

 

21 იანვარს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მან-სან-კანის საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ფინალი შედგა. ფინალში გასული გუნდები- ,,გენერალსიმუსი და მისი ტროიკა“, ,,აია“ და ,,მუჩაჩოები“  ჩვეული ხალისითა იუმორით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

გულშემატკივრების ხალასი ემოციებისა და ტაშის ფონზე სამივე გუნდის თამაში მეტად საინტერესო და განსხვავებული გამოვიდა.

ჟიურის შეფასებათა ჯამით გამარჯვებული გახდა გუნდი ,,მუჩაჩოები“.

თამაშის ბოლოს დასახელდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე, გამარჯვებული გუნდის წევრი-თემურ ნიქაბაძე.

საბოლოოდ კი, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე მხიარულთა და საზრიანთა თამაშებზე, მეგობრობამ გაიმარჯვა- სტუდენტებმა ფინალი ტორტითა და საჩუქრებით დაასრულეს, რომელიც მათ უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ და რექტორატმა მოუმზადა: უნივერსიტეტის დირექტორმა-ქალბატონმა ნინო ხაზარაძემ გამარჯვებულებსა და საუკეთესო მოთამაშეს თასი , ხოლო უნივერსიტეტის დამუძნებელმა-ქალბატონმა ლელა ქელბაქიანმა წამახალისებელი პრიზი გადასცა.

მან-სან-კანის გუნდებმა მცირე ტაიმ-აუტი აიღო და  მომავალ სეზონამდე დაემშვიდობა ერთგულ მაყურებელს.

 


ბოლო სიახლეები