ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

,,ბიზნეს სკოლა"- მეორე ეტაპი

17 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა პროექტის - ,,ბიზნეს სკოლა“ მონაწილეებთან.

ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ 20 ყველაზე წარმატებული და ბიზნესის მართვის გამორჩეული უნარების მქონე მოსწავლე ჩაერთვება კონკურსში, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით რეალურ ბიზნეს - ქეისებში მიიღებენ მონაწილეობას და კონკრეტულ ამოცანებს შეასრულებენ.
ჯგუფების მენტორები იქნებიან: დავით ჟორჟოლიანი- სოციალური მედიის მენეჯერი, ნატო ჭელიძე - “ფინკა ბანკის“ წარმომადგენელი, ილია ნაცვალაძე - საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროგრამების კოორდინატორი დასავლეთ საქართველოში და ეკა ფხაკაძე - ჟურნალისტი.

ოთხივე ჯგუფი პროექტის პარტნიორი კომპანიების მიერ დასახული კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად იმუშავებს. მიცემული დავალებების შესრულება ბიზნეს სკოლის პირველი ეტაპის ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ემსახურება.

ამოცანების შესრულების პარალელურად ჯგუფები მონაწილეობენ კონკურსში - საუკეთესო ჯგუფს სპეციალური ჟიური გამოავლენს და დააჯილდოვებს.

ბიზნეს სკოლის პირველი ეტაპის ფარგლებში სკოლის მსმენელებმა ბიზნესის ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი, მარკეტინგის მენეჯმენტი, რესურსების მობილიზება და სამართლებრივი საკითხები შეისწავლეს. 
ბიზნეს სკოლის პირველი ეტაპის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოო პროცესს, შეხვედროდნენ კომპანიების თანამშრომლებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ პროექტმა სტარტი აპრილის დასაწყისში აიღო ქუთაისის უნივერსტეტში და ივლისის ბოლომდე გაგძელდება. პროექტის პირველი სასწავლო ეტაპი 60- მა მოსწავლემ გაიარა: ბიზნეს სკოლისთვის ქუთაისში მცხოვრები დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სააპლიკაციო განაცხადის და გასაუბრების შედეგად შეირჩა.

,,ბიზნეს სკოლა“ ქუთაისის უნივერსიტეტისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ერთობლივი პროექტია.
პროექტის პარტნიორია „ფინკა ბანკი“ და სააფთიაქო ქსელი „პსპ“.

,,ბიზნეს სკოლა"- მეორე ეტაპი.


ბოლო სიახლეები