ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

პროექტი „არბიტრაჟი და მედიაცია“ - ახალი შესაძლებლობა სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის

 

13 თებერვალს პროექტისარბიტრაჟი და მედიაცია - დავის ეფექტიანი მოგვარებისათვის წარმომადგელი ქეთევან ურიდია ქუთაისის უნივერსიტეტს ესტუმრა, რომელმაც უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე მზაობა გამოთქვა:

„გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი გეგმავს სამართლის ფაკულტეტის აკრედიტაციას, ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების კურსის განვითარების მიზნით თქვენთან თანამშრომლობა,  - ამბობს ურიდია.

პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კომერციულ დავებში მედიაციისა და არბიტრაჟის გამოყენებას. ერთ-ერთ მიზანი კი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებით იურისტების, მათ შორის სამართლის სტუდენტების შესაძლებლობების გაზრდაა.