ღონისძიების ავტორი

აღმოაჩინე ქუთაისის უნივერსიტეტი #unik

აღმოაჩინე ქუთაისის უნივერსიტეტი #unik -  არის სახალისო თამაში, რომელშიც შეგიძლიათ ჩაერთოთ და ჩართოთ თქვენი ნაცნობ-მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

 „აღმოაჩინე ქუთაისის უნივერსიტეტი #unik“-ის  3 გამარჯვებულს ელოდება  ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელის Jessie J კონცერტის ბილეთი, ბლექ სი არენაზე (6.08.2019)

თამაშის არსი შემდეგში მდგომარეობს:
ქუთაისის ქუჩებში,  განთავსებული იქნება 5 სხვადასხვა ფერის სტენსილი ქუთაისის უნივერსიტეტის ლოგოს გამოსახულებით.


იმისათვის რომ ჩაერთოთ თამაშში,  აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და მიყვეთ მარტივ წესებს:

1. უნდა მოიწონოთ/გააზიაროთ ქუთაისის უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/KutaisiUniversity/

უნდა იპოვოთ ქალაქში სტენსილით დატანილი, 5 სხვადასხვა ფერის ქუთაისის უნივერსიტეტის ლოგო,

თითოეული ლოგოს აღმოჩენის შემთხვევაში უნდა გადაიღოთ მასთან სელფი, ატვირთოთ თქვენს პირად Facebook-გვერდზე, ჰეშთეგით #unik (ფოტოზე აუცილებელი უნდა ჩანდეს უნივერსტეტის ლოგო, ფერი, ფოტო აუცილებლად ფაბლიქ (საჯარო) პოსტად და ჰეშთეგით - #unik უნდა იყოს გამოქვეყნებული).

ხუთივე ფერის ქუთაისის უნივერსიტეტის ლოგოს პოვნის შემდეგ,  უნდა გამოაგზავნოთ ხუთივე სელფი ქუთაისის უნივერსიტეტის  Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ერთ პოსტად: 2019 წლის 10 ივლისის 20:00 საათამდე. 

პირველი სამი მოთამაშე, რომელიც ხუთივე ლოგოს იპოვის და ხუთივე სელფსს პირველი გამოაგზავნის ჩვენს გვერდზე, დადგენილი წესების მითითებით, მიიღებს ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტის ბილეთს.

ყურადღებით იყავით: ქუთაისის უნივერსიტეტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა მინიშნებები დაიდება.

ჩაერთეთ თამაშში, აღმოაჩინეთ ქუთაისის უნივერსიტეტი და გაატარეთ ზაფხული შინაარსიანად!