CURE-ს კონსორციუმის პირველი შეხვედრისთვის მზადება


 

CURE-ს კონსორციუმის პირველი შეხვედრისთვის სათანადოდ მომზადების მიზნით, ამა წლის 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა საქართველოს 5 უნივერსიტეტის (კონსორციუმის წევრები საქართველოდან) წარმომადგენელთა წინა მოსამზადებელი შეხვედრები.

CURE - ეს არის სწავლებისა და სწავლის მიმართულებით Erasmus + პროგრამის ერთ-ერთი საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტი, რომელსაც კოორდინატორობას უწევს გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი (ჰაიფა, ისრაელი). პროექტის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ისრაელსა და საქართველოში შემუშავდეს მრავალგანზომილებიანი პროგრამა, რომელიც ხელს

შეუწყობს კურიკულუმის რეფორმას დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით მასწავლებელთა გადამზადების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და/ან ფაკულტეტებსა და დეპარტამენტებში.

 

ორ დღიან სამუშაო შეხვედრას, რომელიც ბათუმში გაიმართა, ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ისუ) 2 წარმომადგენელი - შორენა მაღლაკელიძე და მანანა სალუქვაძე. ისუ წარმოადგენს CURE პროექტის კოორდინატორ დაწესებულებას საქართველოში. ამ შეხვედრებს ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის (ქუ) 3 წარმომადგენელი:

 

ნინო ხაზარაძე - შპს „ქუთაისის უნივესიტეტის“ დირექტორი და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

ელგუჯა დეისაძე – ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მენეჯერი და CURE პროექტის კოორდინატორი ამავე უნივერსიტეტში;

თინათინ მეფარიშვილი – ქუთაისის უნივერსიტეტის მასწავლებელი/მკვლევარი.

 

ბათუმის შეხვედრების მიზანი იყო:

 

  • საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტების ურთიერთგაცნობა და სრული ინფორმირებულობა კონსორციუმის ფარგლებში საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობების შესახებ;

  • განხილულიყო CURE-ს იმ სამუშაო გუნდების ფორმირების საკითხი, რომლებიც კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრისთვის იყო საჭირო; ეს უკანასკნელი თბილისში უნდა გაიმართოს;

  • დეტალურად გაშუქებულიყო პროექტის ადმინისტრაციული და ფინანსური ასპექტები.

     

    შეხვედრებმა ჩაიარა მეგობრულ ატმოსფეროში და წარმატებით შეასრულა თავისი მისია.

 


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook