ქართული ენის ფესტივალი- კეთილი ენის ელჩები


პროექტის მიზანი

გვსურს, რომ მზა ინფორმაციის ეპოქაში ახალ თაობას მივცეთ ბიძგი იფიქროს და იაზროვნოს ქართულად. გვწამს, რომ მნიშვნელოვანია ცოცხალი, თვითმყოფადი და ეკლექტური ქართული ენა გახდეს მიმზიდველი და გამოყენებადი. ჩვენ გვსურს, მარტივი, თანამედროვე, გასაგები, ინტერაქტიული მეთოდებითა და შინაარსით მოზარდებს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ამბავი და დავანახოთ საჭიროება ქართულად ფიქრისა და აზროვნების. ენათმეცნიერის, ქართული ენის ფილოლოგის, მოაზროვნისა და სცენარისტისაგან დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფი ქმნის: მარტივ, გასაგებ, თანამედროვე და ადვილად გაზიარებად ტრენინგ-პროგრამას ქართული ენის საჭიროებასა და თვითმყოფადობაზე. ტრენინგ-პროგრამას პირველები მოისმენენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც მიენიჭებათ ენის კეთილი ელჩის სტატუსი. პროექტი ხორციელდება სს „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით. 

კეთილი ენის ელჩის როლი

კონკურსის შედეგად შერჩეული კეთილი ენის ელჩები გაივლიან სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილ ტრენინგს, რომელსაც ენათმეცნიერის, ქართული ენის ფილოლოგის, მოაზროვნისა და სცენარისტისგან დაკომპლექტებული საორგანიზაციო ჯგუფი შექმნის. ტრენინგი იქნება ორ დღიანი და ჩატარდება 14-15 მარტს.

კეთილი ენის ელჩები:

  • გადაინაწილებენ რეგიონების სკოლებს თანაბარი რაოდენობით, რაიონების მიხედვით;
  • ყველა სკოლაში ჩატარდება 30 წუთიანი ხანგრძლივობის ღია გაკვეთილის მსგავსი ტრენინგი, რომელსაც ჩაატარებენ კეთილი ენის ელჩები;
  • პროექტის ხანგრძლივობაა 6 კვირა,16 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით;

კეთილი ენის ელჩი:

  • ერთვება საინტერესო პროექტში;
  • იღებს პრეზენტაციის ჩატარებისა და კომუნიკაციის სწორად წარმართვის გამოცდილებას;
  • გადაეცემა საპატიო კეთილი ენის ელჩის სერტიფიკატი;
  • საგანმანათლებლო ცენტრი „ედუჰაუსი“ კეთილი ენის ელჩებს ასაჩუქრებს ინგლისური ენის,საზაფხულო სკოლის სრული კურსით ან/და IELTS-ის გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსით;
  • ტრანსპორტირების ხარჯებს, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილ მაისურებსა და ტრენინგის ჩასატარებლად საჭირო საკანცელარიო ნივთებს კეთილი ენის ელჩებისათვის უზრუნველყოფენ პროექტის ორგანიზატორები;

 

რეგისტრაცია გაიარეთ აქ


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook