ერთდღიანი სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტებისთვის


კავშირი \"საფარი\" გთავაზობთ ერთდღიან სერტიფიცირებულ ტრენინგს სტუდენტებისთვის \"გენდერული ძალადობის ღია და ფარული ფორმები\". ამასთან, ტრენინგის მეორე დღეს გაიმართება საჯარო ლექცია.

მიზანი:

ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში ქალები წარმოადგენენ ყველაზე მოწყვლად ასაკობრივ ჯგუფს სექსუალურ შევიწროებასთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტები სამუშაო ბაზარზე ყველაზე მეტად გამოუცდელები და დაუცველნი არიან, საწყის ეტაპზე მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა საკუთარი უფლებების და ამ უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ. მიღებული ცოდნა დაეხმარებათ თავიდან აირიდონ ძალადობის სხვადასხვა ფორმები, როგორც სამსახურებში, ასევე საჯარო სივრცეებში.

შინაარსი:

** გენდერი, გენდერულად მოტივირებული დისკრიმინაცია
** სექსუალური შევიწროების ფორმები
** სექსუალური შევიწროების სამართლებრივი რეგულირება
** სექსუალური შევიწროების ფსიქოლოგიური ასპექტები
** როგორ დავიცვათ თავი და როგორ დავეხმაროთ სხვას
** გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა და აქტივიზმი

ტრენინგის დასრულების შემდგომ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგისა განრიგი:

თბილისი - 27 მარტი
ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 16:30
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გორი - 29 მარტი
ტრენინგის ჩატარების დრო: 13:30 - 19:00
ადგილი: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ქუთაისი - 20 აპრილი
ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 16:30
ადგილი: ქუთაისის უნივერსიტეტი

ბათუმი- 25 აპრილი
ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 16:30
ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზუგდიდი 27 აპრილი
ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 16:30
ადგილი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

რუსთავი - 27 აპრილი
ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 16:30
ადგილი: რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

რეგისტრაციის პირობები:

ტრენინგისთვის სტუდენტების შერჩევა მოხდება გამოგზავნილი აპლიკაციის საფუძველზე. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული აპლიკაცია 22 მარტამდე:https://docs.google.com/forms/d/1_ilEYrGfu_HbkDwnwQsL7ljdWE-yw3MIoNzAcBq8Nm8/edit

საჯარო ლექციის განრიგი:

გორი - 30 მარტი
საჯარო ლექციის ჩატარების დრო: 13:30 - 15:30
ადგილი: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ქუთაისი - 21 აპრილი
საჯარო ლექციის ჩატარების დრო: 12:00 - 14:00
ადგილი: ქუთაისის უნივერსიტეტი

ბათუმი- 26 აპრილი
საჯარო ლექციის ჩატარების დრო: 12:00 - 14:00
ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზუგდიდი 28 აპრილი
საჯარო ლექციის ჩატარების დრო: 12:00 - 14:00
ადგილი: შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

რუსთავი - 28 აპრილი
საჯარო ლექციის ჩატარების დრო: 14:00-16:00
ადგილი: რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

საკონტაქტო ინფორმაცია:

კავშირი \"საფარი\"
ქანთარიას 11ა, 0160
ტელ.: +995 32 2 307603
მობ.: 5 77 73 57 35
e-mail: unionsapari@gmail.com


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook