მან-სან-კანი 2017 დაიწყო !


15 ნოემბერს მართლაც რომ დიდი ჟრიამული და ხალისი იდგა  უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში: უნივერსიტეტში მან-სან-კან-ის ფესტივალი დაიწყო!

მსგავსი ღონისძიებების მიმართ სტუდენტთა და თანამშრომელთა ინტერესი დიდია, რისი დასტურიც გახლდათ მხიარული სახეებით სავსე დარბაზი.

ფესტივალში მონაწილებდა ქუთაისის უნივერსიტეტის 5 გუნდი, რომელთა გამოსვლებს აფასებდა კომპეტენტური და უკვე საკმაოდ გამოცდილი ჟიური. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ წინა სეზონების ,,ვეტერან“ მოთამაშეებს ფესტივალზე პირველკურსელთა გუნდიც შემოუერთდა.

აღსანიშნავია გუნდების მომზადების საკმაოდ კარგი ხარისხი, თამაშის დახვეწილი  მანერა და გამორჩეული იუმორი.

ჟიურიმ გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები: საუკეთესო გუნდი, საუკეთესო სახე, საუკეთესო მოთამაშე ვაჟი და გოგონა. თითოეულ მათგანს გადაეცა სიგელები, ხოლო საუკეთესო გუნდს კი  ფესტივალის გარდამავალი თასი.

სულ მალე მან-სან-კან-ის ჩემპიონატი დაიწყება და ახალ წლამდე გაგრძელდება, ხოლო საახალწლო კარნავალზე გამოვლინდება ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდი.

ვუსურვოთ მათ წარმატებები!


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook