საირმის მან-სან-კანის ფსტივალი 2017


25 ნოემბერს საირმეში გაიმართა \"მან-სან-კანის ფესტივალი 2017\", რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქუთაისის უნივერსიტეტის მან-სან-კან-ის ნაკრები გუნდ ,,სენსაციის“ გარდა 14 მოქმედმა და ვეტერანმა გუნდებმა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება თამამად ითქვას, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციის და გუნდების მომზედების მაღალი დონისა, ფესტივალზე გუნდმა მართლაც რომ სენსაცია და ფურორი მოახდინა: უნივერსიტეტის მხიარულები და საზრიანები საირმის ფესტივალის აღმოჩენად აღიარეს და გუნდმა ჟიურის სიმპატიის პრიზი დაიმსახურა; ხოლო საუკეთესო მოთამაშე გოგონად დასახელდა ,,სენსაცი“-ის“ წევრი თამარ ხაჩიძე.

ვულოცავთ უნივერსიტეტის მან-სან-კან-ელებს ამ შესანიშნავ გამოსვლას საირმის ფესტივალზე, ვუსურვებთ წინსვლასა, შემდეგ ეტაპებზე კიდევ უფრო დიდ მიღწევებსა და გამარჯვებებს!




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook