დასაქმების ფორუმი 2018


საქართველოში დასაქმების ყველაზე დიდმა პორტალმა   www.HR.ge  ორგანიზება გაუწია ინოვაციურ პროექტს “ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018”  რომელიც გაიმართა 18  მაისს ქალაქ ბათუმში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრენ ვაკანსიების შესახებ, და წარადგინენ საკუთარი თავი .

კომპანია შეიქმნა 2006 წელს და ის უკვე მრავალი წელია  ეხმარება როგორც კომპანიებს ვაკანტური პოზიციის შევსებაში, ასევე სამსახურის მაძიებელთ სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში.

მსგავს ღონისძიებებში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ყოველწლიურად ღებულობენ მონაწილეობას და  ხდება მათი დასაქმება.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook