რექტორის ბრძანება საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის დაშვებაზე


შპს ქუთაისის უნივერსიტეტი

რექტორის ბრძანება №311

საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის დაშვების შესახებ

18.05.2018                                                                                          ქუთაისი

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორის 03.05.2018 №279 ბრძანებით საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე არჩევის მსურველთა განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 17 მაისი. დადგენილ ვადაში განცხადება წარმოადგინა მხოლოდ ერთმა პირმა - ასოცირებულმა პროფესორმა პანტელეიმონ კლდიაშვილმა.

პ. კლდიაშვილის პირადი საქმის დოკუმენტების მიხედვით იგი აკმაყოფილებს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობისათვის შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესის 54.1 პუნტით დადგენილ პირობებს. პ. კლდიაშვილს უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა უნივერსიტეტში - არის ფაკულტეტის მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელძღვანელი. შინაგანაწესის 54.2 პუნტის მიხედვით დასაშვებია მისი დეკანად არჩევა იმ პირობით, რომ არჩევიდან 10 დღის ვადაში უნდა დატოვოს დეპარტამენტის ხელმძღვანელის ადმინისტრაციული თანამდებობა.

აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესის 54.15 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  1. დაშვებულ იქნას საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ასარჩევი კანდიდატის სტატუსით პანტელეიმონ კლდიაშვილი, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  2. ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან.
  3. ბრძანების გამოცემისთანავე:

ა) ადამიანური რესურსების მენეჯერმა (ა. კალანდია) მისი დამოწმებული ასლი განათავსოს საინფორმაციო დაფაზე უნივერსიტეტის შენობაში,

ბ) საქმეთა მმართველმა (ა. მაწკეპლაძე) ბრძანების დამოწმებული ასლი გადასცეს საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის აპარატურისა და ქსელების ადმინისტრატორს (დ. ყიფიანი), რომელმაც უზრუნველყოს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს ბრძანების ტექსტის განთავსება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

  1. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქუთაისი, ვ. კუპრაძის ქუჩა, 11) მისი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს არჩევნების გადავადებას.

 

 

რექტორი                                                                                დავით თვალთვაძე

 

 


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook