განცხადება შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ


რექტორის 08.06.2018 №333 ბრძანების შესაბამისად 29.06.2018 ჩატარდება შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს 2 წევრის არჩევნები.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატად, შინაგანაწესის 58.3 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება დასახელდეს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელიც აფილირებულია უნივერსიტეტთან,  არ უკავია ადმინისტრაციული თანამდებობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და არ არის მისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, არ არის უნივერსიტეტის დირექტორი, ფაკულტეტის დეკანი ან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელი.

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატმა კანდიდატურა უნდა წამოაყენოს თვითონ, წერილობითი განცხადებით შპს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორისადმი, რომელიც უნდა ჩაბარდეს უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურს 2018 წლის 11-დან 19 ივნისის ჩათვლით.

აკადემიური საბჭოს წევრებს, შინაგანაწესის 58.2 პუნქტის შესაბამისად, ირჩევენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამშრომლები (მიუხედავად უნივერსიტეტთან აფილირებისა) და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები.

 ფარული ხმის მიცემა გაიმართება 29.06.2018 10:00-დან 16:00 საათამდე, უნივერსიტეტის შენობაში, სტუდენტთა თავისუფალ სივრცეში.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook