მან-სან-კანის საირმის ზამთრის ფესტივალი 2018


ქუთაისის უნივერსიტეტის მან-სან-კან-ის ნაკრები გუნდი ,#სენსაცია’’ მიწვეული გახლდათ საირმის ზამთრის ფესტივალზე, სადაც მონაწილეობას იღებდა 14 გუნდი.
იმის გამო, რომ გუნდების უმრავლესობამ მომზადების საკმაოდ კარგი დონე და თამაშის ტექნიკა აჩვენა, გუნდებს შორის მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა. ამიტომაც, ქუთაისის უნივერსიტეტის ნაკრები გუნდის წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, გუნდმა ,,სენსაციამ“ წინა წლის ტიტული -საირმის ფესტივლის აღმოჩენა“ ამჯერად ვროპის უნივერსიტეტის მხიარულებსა და საზრიანებს დაუთმო. 
მან-სან-კანი ხომ მეგობრობის თამაშია, სადაც ყველა მონაწილე გამარჯვებულია - პრიზიორები კი ორმაგად გამარჯვებულები! 
ვულოცავთ თითოეულ მათგანს ფესტივალში მონაწილეობასა და იმ მხიარულების გაზიარებას, რასაც მან-სან-კანი ქვია!


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook