პოლონეთის გამოცდილების გაზიარება


მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლებისთვის გაიმართება ტრენინგი თემაზე „საჯარო სივრცეების განვითარება - პოლონეთის გამოცდილება“, რომელსაც გაუძღვებიან შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ელგუჯა დეისაძე და მოწვეული ლექტორი დავით შამაევი.

ტრენინგი ტარდება  ევროკავშირის საგრანტო პროგრამის „ERASMUS+“-ის პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში\" (CURE) სპეციალური მობილობის  ფარგლებში, პოლონეთში, ქ. კრაკოვის იაგელონიის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook