მიღება დოქტორანტურის პროგრამაზე


განცხადება

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებად მიღებაზე

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს დოქტორანტთა მიღებას აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

მიღების პირობები:

ა) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

-         შპს ქუთაისის უნივერსიტეტი.

ბ) მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საფოსტო მისამართი:

-         4600. ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა, 13.

გ) მიმღები დაწესებულების ელექტრონული ფოსტის მისამართი:

-         ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@unik.edu.ge.

ე) დოქტორანტურის პროგრამის დასახელება, რომელზეც მოხდება დოქტორანტობის კანდიდატთა მიღება და მისაღები ადგილების რაოდენობა:

-         პროგრამის დასახელება: ეკონომიკა;

-         მისაღები ადგილების რაოდენობა: 8.

ვ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება:

-         ეკონომიკის დოქტორი.

ზ) ინფორმაცია დოქტორანტურის პროგრამის აკრედიტაციის შესახებ:

-         აკრედიტებულია 03.07.2012 ვადით 31.12.2021-მდე.

თ) დოქტორანტურის პროგრამით სწავლების ენა:

-         ქართული.

ი) სწავლის წლიური საფასური დოქტორანტურის პროგრამისთვის:

-         სწავლის წლიური საფასური: 2500 ლარი;

-         სწავლის წლიური საფასურის შესაძლო ცვლილების პირობები: 

კ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი და მოცულობა კრედიტებში:

-         მიზანი:

-         არაიდეოლოგიზებული, მაღალკვალიფიციური მეცნიერ-მკვლევარის მომზადება აკადემიური და ბიზნეს კარიერისათვის, რომელიც შეძლებს შემდეგ პრობლემებში ჩართვასა და მათ გადაჭრას:

-         მაკროეკონომიკური და რეგიონული პოლიტიკის შემუშავება, შესაბამისი პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მოდელების შემუშავებაში მონაწილეობა;

-         პოლიტიკური და სამეურნეო მოვლენების გამოვლენა და პროგნოზირება;

-         სოციალურ-ეკონომიკურ სისტემასთან და ინსტიტუტებთან, ეროვნულ და რეგიონულ ეკონომიკებთან დაკავშირებული ფაქტების, პროცესებისა და ტენდენციების ღრმა ანალიზი ისტორიული რეტროსპექტივის გათვალისწინებით;

-         მიკროდონეზე ეკონომიკური სუბიექტების ფუნქციონირების დეტალურ ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

-         სოციალურ-ეკონომიკური სფეროსათვის დამახასიათებელი ფაქტების, ფორმირების, ევოლუციის და ტრანსფორმაციის ძირითადი პრობლემატიკის გაშუქება;  

-         ფისკალური დეცენტრალიზაციის მოდელების დამუშავება;

-         მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით საქართველოს როლისა და ადგილის განსაზღვრა გლობალიზაციის პირობებში;

-         წვლილის შეტანა ქართული ეკონომიკური სკოლის ფორმირებაში;

-         პროგრამის მოცულობა: 180 კრედიტი.

 

ლ) დოქტორანტობის კანდიდატის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა და საბუთების წარმოდგენის ვადები, საბუთების მიღებაზე პასუხიმგებელი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:

-         წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

ლ.ა) შევსებული განაცხადის ფორმა

ლ.ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქისათვის - პირადობის მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე პირისათვის - ბინადრობის მოწმობა) დედანი და ქსეროასლი (თუ მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უცხოენოვანია, თან უნდა დაერთოს ყველა შევსებული გვერდის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);

ლ.გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (სავალდებულოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის) დედანი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

ლ.დ) მაგისტრის ან დოქტორის დიპლომის ან მათთან გათანაბრებული დოკუმენტის დედანი და ქსეროასლი (თუ დოკუმენტი გაცემულია უცხოეთში, თან უნდა დაერთოს ყველა შევსებული გვერდის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე, დოკუმენტის ნამდვილობისა და მასში ასახული კვალიფიკაციისსაქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადასტურებით ან შუალედური გადაწყვეტილება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე, დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადასტურებით);

ლ.ე) დოქტორანტის 6 ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ და ამ ფოტოსურათის ელექტრონული ჩანაწერი CD დისკზე;

ლ.ვ) პროფესიული ბიოგრაფია (CV);

ლ.ზ) გერმანული, ინგლისური ან ფრანგული ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული საყოველთაოდ აღიარებული დაწესებულების მიერ ან ცნობა, გაცემული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც დოქტორანტობის კანდიდატმა მიიღო ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმის თაობაზე, რომ ამ დაწესებულებაში შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების ერთი მესამედი ან მეტი მან ისწავლა გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (თუ სერტიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);

ლ.თ) საზღვარგარეთ რეფერირებად/რეცენზირებად ჟურნალში, იმპაქტ-ფაქტორის მქონე peer-reviewed ჟურნალში, შესაბამის დარგობრივ საერთაშორისოსამეცნიერო ჟურნალში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებში ან საქართველოში გამოცემულ და შესაბამის საერთაშორისოკლასიფიკატორში დაფიქსირებულ რეფერირებად/რეცენზირებად ელექტრონულ ან ბეჭდურ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია - გამოცემის ერთი ეგზემპლარის სახით, თუ სტატია გამოქვეყნებულია ბეჭდურ ჟურნალში ან კრებულში ან სტატიის ამონაბეჭდისა და შესაბამისი საიტის ელექტრონულ მისამართის სახით, თუ სტატია გამოქვეყნებულია ელექტრონულ ჟურნალში ან კრებულში(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ.ი) თუ წარმოდგენილია დოქტორის დიპლომი, ამ პუნქტის „ლ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენა საჭირო არაა;

-         საბუთების წარმოდგენის ვადები: 28.12.2018-დან 23.01.2019-მდე, სამუშაო დღეებში, 10:00-დან 16:00 საათამდე;

-         საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი: მარიკა ჯიმშელეიშვილი საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის პროგრამების მენეჯერი,

-         დოქტორანტობის კანდიდატმა საბუთები უნდა წარმოადგინოს თვითონ, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ოფისში (ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა, 13, მე-2 სართული); საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი დაუბრუნდება დოქტორანტობის კანდიდატს; უნივერსიტეტი უფლებამოსილია, შეამოწმოს წარმოდგენილი საბუთების (ასლების) ნამდვილობა.

 

დოქტორანტობის კანდიდატები დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებად მიიღებიან კონკურსის საფუძველზე, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტად მიღების ინსტრუქციის XII თავით დადგენილი წესით. ინსტრუქცია გამოქვეყნებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე:www.unik.edu.ge.

დოქტორანტურის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის ჩარიცხული სტუდენტები სწავლას დაიწყებენ 19.02.2019-დან.

სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთა კვლევის მიმართულებები


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook