საზაფხულო სკოლა ვილნიუსში


,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - ლიტვა’’ გთავაზობთ საზაფხულო სკოლას ვილნიუსში. გამჭვირვალობის სკოლა, რომელიც გაიმართება 2019 წლის 8 ივლისიდან 14 ივლისამდე, არის წამყვანი საზაფხულო სკოლა მსოფლიოში, რომელიც ემსახურება ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბებას.

საერთაშორისო გამჭვირვალობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის განაცხადის შეტანა შეუძლია სტუდენტებსა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ ნაწილობრივი ან სრული სტიპენდია.

საზაფხულო სკოლის საფასურია 750 ევრო.

სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 აპრილი. სტიპენდიის გარეშე მონაწილეობის მისაღებად საბუთების გაგზავნა შესაძლებელია 2019 წლის 10 ივნისამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ სტრატეგიულო განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურს.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook