ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ადამიანური კაპიტალის გაზომვის გამოწვევები და ახალი მიდგომები


გოჩა თუთბერიძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტი

[email protected] 

გოჩა უგულავა

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტი

 [email protected]


აბსტრაქტი

ადამიანური კაპიტალის განვითარება ეკონომიკური და სოციალური პროცესების რთული და გრძელვადიანი ერთიანობის პროდუქტია. მიუხედავად ადამიანური კაპიტალის ფორმირებისა და გამოყენების პროცესების თაობაზე ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებული მიდგომების მრავალფეროვნებისა, მისი ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენის ანალიზში გამოყენებული თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომები არასრულყოფილია, გააჩნიათ მრავალი ნაკლოვანებები, მიღებული თეორიული დასკვნები ცალსახად არ მყარდება ემპირიული მონაცემებით. ამ მხრივ, ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების შემუშავება ადამიანური კაპიტალის გავლენის მექანიზმების გასაანალიზებლად. აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის გაზომვისა და რაოდენობრივი განსაზღვრის მიდგომების შემუშავება და დასაბუთება.

ნაშრომში ფართოდ არის მიმოხილული ადამიანური კაპიტალის ცნების ევოლუცია ეკონომიკური აზრის ისტორიაში, დეტალურადაა გაანალიზებული თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ადამიანური კაპიტალის გაზომვის და აღრიცხვის საკითხი, ნაჩვენებია თანამედროვე პირობებში, პრაქტიკაში თუ რა მეთოდებია დანერგილი მის აღსარიცხავად. კვლევის შედეგად დამუშავებულია თეორიული მოდელი, დადგენილია მისი დაშვებები. ტრადიციული მეთოდოლოგიური მეთოდების ნაცვლად კვლევითი მეთოდოლოგია ინდუქტიურ, მონაცემებზე ორიენტირებულ მიდგომების გამოყენებას ითვალისწინებს. დასაბუთებულია ცვლადების სპეციფიცირების საკითხები. აქცენტები განათლების და მეცნიერების განვითარების ხარისხობრივ მაჩვენებლებზეა კონცენტრირებული. მათი აგრეგირებული ერთიანი მაჩვენებლის გასაანგარიშებლად განხილულია განზომილებათა შემცირების მანქანური სწავლების ალგორითმები და ტექნიკები, თითოეული მიდგომის ძლიერი მხარეები და ნაკლოვანებები. ანალიზის შედეგად შერჩეულია კონკრეტული მეთოდები და მოცემულია მათი გამოყენების პირობები და საზღვრები.

არსებული მიდგომის პრაქტიკული დანერგვის ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება - საჭირო მონაცემების ხელმისაწვდომობაა, საკვლევი ქვეყნების და პერიოდების მიხედვით. აღნიშნული პრობლემის დაძლევა ანალოგიური შინაარსის მატარებელი მონაცემების, მსგავსი მონაცემების ტრანსფორმირების, მოდიფიცირების, ან მათი სინთეზურ-ანალიზური გზით ან სხვა სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით მიღებაში, ჩანაცვლებაში მდგომარეობს. წარმოდგენილი მეთოდოლოგია ზოგადია და ამდენად, ამის საშუალებას იძლევა.

კვლევის შემდგომ ეტაპზე გათვალისწინებულია წარმოდგენილი მიდგომის პრაქტიკული აპრობაცია - ადამიანური კაპიტალის მაჩვენებლების გაანგარიშება, მათი შედარებითი და დროში დინამიკური ცვლილებების ანალიზი, ინსტიტუციური განვითარების და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან ურთიერთკავშირების დადგენა.


საკვანძო სიტყვები: ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები, ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება
JEL: O15, O43, C43
DOI: 10.52244/c.2023.11.1

გამოყენებული ლიტერატურა:

Alan, K. M. A., Altman, Y., & Roussel, J. (2008)  Employee Training Needs and Perceived Value of Training in the Pearl River Delta of China: A Human Capital Development Approach, Journal of European Industrial Training, 32(1), р. 19-31.

Acemoglu D., Angrist JD  (2001) How large are human-capital externalities?Evidence from compulsory schooling laws. NBER Macroeconomics Annual. Pp. 9-59 Cambridge, MA MIT Press

Acemoglu D., Johnson S., Robinson JA (2001) The colonial origins of comparative development: en empirical investigation. American Economic Review 91:1369-401

Acemoglu D., Gallego F., Robinson JA. (2014) Institutions, Human Capital, and Development. Annual Review of Economics. 6:875-912

Becker, G. (1993) Human capital: A Theoretical and Empirical Analysis, with Special Reference to Education. Third Edition. University of Chicago Press  p.390

Bevan, Wilson Lloyd (1894) "Sir William Petty: A Study in English Economic Literature" Publication of the American Economic Association. IX (4): 1–102.

Bowman, M.J. (1969) Economics of Education // Review of Educational Research. 1969. Vol. 35. No 9. P. 641–670.

Coleman J. S. (1990) Foundations of social theory. Belknap Press of Harvard University Press

Crawford, R. (1991) In the Era of Human Capital. New York: Harpercollins

De la Fuente, A. &Ciccone, A. (2002) Le capital humain dans une e ́conomie mondiale sur la connaissance. Rapport pour la Commission Europe ́enne, Brussels
Dolan, E., Lindsay D. (1992) Market: microeconomic model. St.-Petersburg.  477 p.

Durlauf, N. S., & Johnson, A. P. (1995). Multiple regimes and cross-country growth behavior. Journal of Applied Econometrics, 10(4), 365–384

Engel, E. (1883) Der Werth des Menschen.  Berlin: Verlag von Leonhard Simion.

Farr, W. (1897)  Equitable taxation of property. Royal Statistical Society, XVI.

Frank, R. H., & Bernanke, B. S. (2007). Principles of Microeconomics(3rded.). New York:McGraw-Hill/Irwin.

Garavan, T.N., et al. (2001) Human Capital Accumulation: The Role of Human Resource Development. Journal of European Industrial Training, 25 (2),  р. 48-68.

Ginsburgh, Victor and Throsby, David. (2006) Human Capital and Artists’ Labour Market’. Ch. 24 in Handbook of the Economics of the Arts and Culture, Amsterdam, North Holland Elsevier,  URL: http://eprints.bournemouth.ac.uk/16264/3/Human_Capital_and_Artists'_labour_Markets.pdf 

Glaeser EL., La Porta R., Lopez-de-Silanes F., Shleifer A. (2004) Do institutions cause growth? Journal of Economic Growth 9:271-303

Hanushek E., Wößmann, L. (2007)  The Role of Education Quality in Economic Growth. World Bank Policy Research Working Paper 4122.

Heckman, J. J. (2006). Skill formation and the economics of investing in disadvantaged children. Science, 312, 1900–1902

Jagadish, H. V. (2015). Big data and science: Myths and reality. Big Data Research, 2(2), 49–52.

Javorcik, B. S. (2004). Does foreign direct investment increase the productivity of domestic firms? In search of spillovers through backward linkages. American Economic Review, 94(3), 605–627

Jones, F. B. (2014). The human capital stock: A generalized approach. American Economic Review, 104(11), 3752–3777

Jorgenson, D.W., Fraumeni, B.M. (1992) The Output of the Education Sector / Z. Griliches (ed.). Output Measurement in the Services Sector. Chicago: The University of Chicago Press.

Kalaitzidakis, P., Mamuneas, T., Savvides, A., & Stengos, T. (2001). Measure of human capital and nonlinearities in economic growth. Journal of Economic Growth, 6, 229–254

Kendrick, J. (1976), The Formation and Stocks of Total Capital. New York, Columbia University Press for NBER.

Ketteni, E., & Mamuneas, P. (2007). Nonlinearities in economic growth: A semiparametric approach applied to information technology data. Journal of Macroeconomics, 29(3), 555–568

Kiker, B. F. (1966) The Historical Roots of the Concept of Human Capital//Journal of Political Economy, Vol. 74, No. 5, pp. 481-499.

Kwon, Dae-bong. (2009) Human Capital and Its Measurement //The 3rd OECD World Forum on «Statistics, Knowledge and Policy” 

Laroche M., Mérette M., Ruggeri G. C. (1999) On the concept and dimensions of human capital in a knowledge-based economy context. Canadian Public Policy – Analyse de Politiques. 

List, Friedrich. (1928) The National System of Political Economy. Translated by Sampson S. Lloyd. New York: Longmans, Green & Co.

Lucas R.E. (1988) On the Mechanics of Economic Development // Journal of Monetary Economics. P. 3–42.

Manuelli, R. E., & Seshadri, A. (2014). Human capital and the wealth of nations. American Economic Review, 104(9), 2726–2762

Marshal, A. (1890)  "Principles of Economics"

McCulloch, J. R. (1870) The Principles of Political Economy. Alex. Murray & Son.

North, D. C., & Thomas, R. P. (1973). The rise of the western world. A new economic history. Cambridge: Cambridge University Press.

Rastogi, P.N.(2002) Knowledge Management and Intellectual Capital as a Paradigm of Value Creation. Human Systems Management, 21 (4), р. 229-240.

Rodriguez, P. J., & Loomis, R. S. (2007) A New View of Institutions, Human Capital, and Market Standardization. Education, Knowledge & Economy,1(1), 93–105.

Romer, P. M. (1990) Endogenous Technological Change. Journal of Political Economy, 98(5), р. 71–102 // URL: http://people.stern.nyu.edu/promer/Endogenous.pdf 

Sasso, S., & Ritzen, J. (2019). Sectoral cognitive skills, R&D, and productivity: A cross-country cross-sector analysis. Education Economics, 27(1), 35–51

Smith, A. (1776) An Inquiry into the Nature and Causes of the Wealth of Nations

Shmueli, G., & Koppius, O. R. (2011). Predictive analytics in information systems research. MIS Quarterly, 35(3), 553–572

Thurow L. (1970) Investment in Human Capital. Belmont UNDP. Human Development Reports. Human Development Index (HDI) URL: https://hdr.undp.org/data-center/human-development-index#/indicies/HDI 

World Bank. The Human Capital Project.  Washington, DC. URL:  http://hdl.handle.net/10986/30498 

Wolfgang Maass, Jeffrey Parsons, Sandeep Purao, Veda C. Storey, Carson Woo. (2018)   Data-Driven Meets Theory-Driven Research in the Era of Big Data: Opportunities and Challenges for Information Systems Research. Journal of the Association for Information Systems.  19(12), 1253-1273

Xiaobei Zhang, Xiaojun Wang (2021) Measures of human capital and the mechanics of economic growth, China Economic Review, 68, 101641