ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სტუდენტებისათვის

ელექტრონული სასწავლო ბაზა

უნივერსიტეტში დანერგილია სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზა (www.e.unik.ge). ბაზაში ერთიან სისტემაშია  მოქცეული სასწავლო პროგრამები, სალექციო და საკონსულტაციო ცხრილები, სტუდენტთა პირადი მონაცემები ,სასწავლო ბარათები და უწყისები .

აღნიშნულ ბაზაში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ აკადემიური რეგისტრაცია, პირადად ნახონ აკადემიური მოსწრება, სასწავლო დატვირთვა, ფინანსური დავალიანება და ასევე, მონაწილეობა მიიღონ შიდასაუნივერსიტეტო გამოკითხვაში და გაეცნონ შესაბამის კითხვარებს.

 

პლატფორმა MOODLE

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლება ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდნარეობს:

  • საუნივერსიტეტო სივრცეში  სწავლება მიმდინარეობს საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით სრულად აღჭურვილ აუდიტორიებში,
  • ხოლო დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, პლატფორმა MOODLE-ის მეშვეობით საკონფერენციო პლატფორმა ZOOM-ის ან GOOGLE MEET-ის თანხლებით.

MOODLE-ის პლატფორმაზე ერთინ სივრცეშია კომბინირებული მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსების სალექციო საათები და ასევე საგამოცდო  დავალებები. აქვე სასწავლო კურსის ხელმძღვანელს აქვს  შესაძლებლობა განათავსოს შესაბამისი საგნის სილაბუსი, საჭირო ლიტერატურა, დააანონსოს ე.წ ქვიზები და ა.შ.