ფაკულტეტი მიზნად ისახავს კომპეტენტური, პაციენტის მიმართ გულისხმიერი და ზრუნვაზე ორიენტირებული ექიმების მომზადებას, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი ცოდნით და კლინიკური/კვლევითი უნარებით, რომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი სწავლაში, სიცოცხლის მანძლზე და წვლილს შეიტანენ საზოგადოების კეთილდღეობაში.
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; იგი შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებს და ეფუძნება სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) სტანდარტებს.
ქუთაისის უნივერსიტეტი არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრი. ასოციაცია არის მსოფლიოში წამყვანი სამედიცინო საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის წევრია 90 ქვეყანა, რაც საშუალებას აძლევს პერსონალს და სტუდენტებს უფრო აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში და მედიცინის სწავლებასთან დაკავშირებულ აქტივობებში.
უნივერსიტეტს აქვს კლინიკური უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოულაჟებისა და მანეკენების მეშვეობით ისწავლონ და პრაქტიკაში განახორციელონ ყველა ის მანიპულაცია, რომელიც დასჭირდებათ პროფესიული საქმიანობისთვის. ცენტრში არსებული აღჭურვილობა აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ეტაპობრივად განახლდებადია.
უნივერსიტეტს აქვს: ბიოქიმიური და ჰისტოლოგიური, ფიზიოლოგიური და მიკრობიოლოგიური/იმუნოლოგიური ლაბორატორიები.
ამჟამად, მედიცინის ფაკულტეტზე ხორციიელდება დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა:
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია - დიპლომირებული მედიკოსი
პროგრამის მოცულობა - 360 კრედიტი (ECTS)
პროგრამის საფასური - 4000 ა.შ.შ დოლარი
პროგრამის სტატუსი - აკრედიტირებული
სწავლების ენა: ინგლისური
ძვირფასო სტუდენტებო,
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქუთაისის უნივერსიტეტში, რომელიც წარმოადგენს დღეისათვის ქართულ რეალობაში არსებულ, სრულად ინოვაციურ დაწესებულებას, სადაც გექნებათ საშუალება დაეუფლოთ პაციენტზე ორიენტირებულ განათლებას და ჩაერთოთ ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებისკენ მიმართულ თანამედროვე კვლევებში, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
ჩვენი ფაკულტეტი წარმოდგენილია სამედიცინო განათლების და ჯანდაცვის სფეროს წამყვანი სპეციალისტებით, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, როგორც საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციებთან, ასევე, ადგილობრივ მთავრობასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას სტანდარტიზებული სასწავლო პოლიტიკის ჩამოყალიბება და ეროვნული მოდელის განავითარება. ჩვენი იდეალები, პარტნიორული ურთიერთობები და უნიკალური შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს, განვახორციელოთ ქუთაისის უნივერსიტეტის მისია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სტუდენტებისა და მედიცინის ფაკულტეტის წევრების პიროვნულ და პროფესიულ ზრდას.
მედიცინა გულისხმობს სიცოცხლის სამსახურს და თავგანწირვას. ის ფაქტი, რომ თქვენ ირჩევთ მედიცინას როგორც კარიერას, უაღრესად სასიამოვნო და ამაღელვებელია. მედიცინის სკოლის გამოწვევები და დამსახურებები, რომელთა კულმინაციასაც სამედიცინო პრაქტიკა წარმოადგენს, გახდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება, რასაც ქუთაისის უნივერსიტეტი გთავაზობთ. მედიცინის ფაკულტეტი სრულად უზრუნველყოფს თქვენთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას. ჩვენი პარტნიორი კლინიკათა ქსელი, გაძლევთ საშუალებას დაეუფლოთ მრავალფეროვან კლინიკურ გამოცდილებას, რომელიც წარმოადგენს ხარისხიანი სამედიცინო განათლების გარანტს, ჩვენი მომავალი კურსდამთავრებულებისათვის.
ქუთაისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი გთავაზობთ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებო პროგრამას, რომლის სწავლის შედეგების მისაღწევად, უნივერსიტეტი აღჭურვილია შესაფერისი მატერიალური და ტექნიკური ბაზით, სასწავლო აუდიტორიებით, სავალდებულო და დამხმარე საბიბლიოთეკო ფონდით, ელექტრონული რესურსებით და საერთაშორისო მონაცემთა ბაზებით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ფიზიოლოგიის, ქიმია/ბიოქიმიის, მიკრობიოლოგია-იმუნოლოგიის და ჰისტოლოგიის ლაბორატორიები, 3D განზომილების ანატომიური თეატრი, სხეულთა ინტერაქციული კაბინეტი, სიმულაციური ლაბორატორიები, სადაც პრაქტიკული სწავლებები ხორციელდება. ქუთაისის უნივერსიტეტში აქტიურად მუშაობს საგამოცდო ცენტრი, ასევე, გამოყოფილია სამუშაო სივრცე აკადემიური პერსონალისთვის და სხვა მრავალი.
ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ სამედიცინო განათლების ლანდშაფტს, რათა ვიპოვოთ სტუდენტთა სრულყოფილად მომზადებისათვის აუცილებელი და შესაბამისი გზები. ყოველივე ზემოხსენებული ქუთაისის უნივერსიტეტის მომავალ კურსდამთავრებულს აძლევს იმ ცოდნას, გამოცდილებას და უნარების გამომუშავების შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს მედიცინის მუშაკის მიერ პაციენტის ჯანმრთელობასთან ასოცირებული, კომპლექსური პრობლემების ღირსეულად გამკლავებას, მომავალში. თანამედროვე მედიცინას ჭირდება ექიმების ახალი თაობა, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან იმ ცოდნით, რომლის გამოყენებითაც ღირსეულად უპასუხებენ თანამედროვე მედიცინაში არსებულ გამოწვევებს, ასევე, მოგვევლინებიან ახალი პროცესებისა და ტექნოლოგიების ინოვატორებად, კლინიკური ზრუნვის სადარაჯოზე.
წარმატებულ სასწავლო წელს და სტუდენტურ ცხოვრებას გისურვებთ!
თამარ პერტაია
მედიცინის ფაკულტეტის დეკანი,
ქუთაისის უნივერსიტეტი.
ადმინისტრაცია
თამარი პერტაია - ფაკულტეტის დეკანი
[email protected]
+995 (431) 23 79 79 (317)
ზაზა ავალიანი - დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი
[email protected]
+995 (032) 2 00 01 71
თინათინ გოგნაძე - დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის თანა-ხელმძღვანელი
[email protected]
+995 (032) 2 00 01 71 (227)
მარიამი კლდიაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი
[email protected]
+995 (431) 23 79 79
თორნიკე ბაძგარაძე - სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი
[email protected]
+995 (431) 23 79 79