ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სტუდენტური ცხოვრება

სტუდენტური ცხოვრება

სპორტული და კულტურული ცხოვრება

ქუთაისის უნივერსიტეტი, სტუდენტებს ხარისხიან განათლებასთან ერთად, სთავაზობს საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა სპორტული, კულტურული აქტივობებით და კარიერული მხარდაჭერის სერვისებით. უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაზე, ყოველივე ეს კი განაპირობებს სტუდენტების პიროვნულ ზრდას, ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას და სტუდენტთა საზოგადოების ჩამოყალიბებას.

უნივერსიტეტის კულტურული ჯგუფების  ჩართულობით ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები,  კერძოდ :

Welcome Party - ქუთაისის უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს პირველკურსელებისათვის წვეულებას. ღონისძიებაზე, ტრადიციულად პირველკურსელებს სიტყვით მიმართავს უნივერსიტეტის რექტორი და დეკანები. ღონისძიება მუსიკალურად ფორმდება და ტორტის საზეიმო გაჭრით სრულდება.

    

 

 

 

 

 

 

Graduation Ceremony - ქუთაისის უნივერსიტეტი ყოველწლიურად მართავს კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს, რომელიც, სტუდენტებისთვის გამართული After Party-ით სრულდება.

UNIK ახალი წელი - ქუთაისის უნივერსიტეტის კამპუსში, ყოველწლიურად ახალი წელი გრანდიოზულად აღინიშნება. კამპუსი მორთულია შესაბამისად, სადღესასწაულო დეკორაციით, სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის იგეგმება და ხორციელდება სხვადასხვა აქტივობა.

გარდა ამისა, ქუთაისის უნივერსიტეტში სისტემატურად ეწყობა სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიებები, მიზნობრივი ექსკურსიები და საქველმოქმედო პროექტები და აქციები.

ქუთაისის უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტთა კულტურული ჯგუფები და სპორტული გუნდები;

ქუთაისის უნივერსიტეტის თეატრალური დასი

დასი შეიქმნა 2011 წელს, მასში ერთიანდება სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ქალაქის თეატრალურ ცხოვრებაში, ეცნობიან და განიხილავენ თეატრალურ სიახლეებს, თვითონაც ქმნიან თავიანთ მოკრძალებულ პროდუქტს და წარმოაჩენენ საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს უნივერსიტეტის სახელით.

დასის ხელმძღვანელი - თეოდოტ ლეჟავა

ელ. ფოსტა: [email protected]

მობ: 593640903

ქუთაისის უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი

ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი დაკომპლექტებულია უნივერსიტეტის სტუდენტებით, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესიონალი ქორეოგრაფი.

ანსამბლის ხელმძღვანელი -  პაატა ქარქაშაძე

ელ. ფოსტა: [email protected]

მობ: 555355586

UNIK – ის მანსანკანის გუნდი    

გუნდი „სენსაცია“ 2011 წელს შეიქმნა. შექმნიდანვე მონაწილეობს ფესტივალებსა და კონკურსებში, შედეგად კი არაერთი ჯილდოს მფლობელია.

ქუთაისის უნივერსიტეტი აგრძელებს  ტრადიციას და სისტემატიურად ატარებს მსკ -ს შიდა ჩემპიონატებს.

 

კლუბის ხელმძღვანელი - თეოდოტ ლეჟავა

ელ. ფოსტა: [email protected]

მობ: 593640903

სპორტული გუნდები

UNIK– ის  ფუტსალის  და ფრენბურთის გუნდები

ქუთაისის უნივერსიტეტის სპორტული გუნდები აქტიურად არიან ჩართულები, როგორც უნივერსიტეტების შიდა ასევე რეგიონალურ ჩემპიონატებში.