ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

კონფუცის კლასი

 

კონფუცის ინსტიტუტი/კლასი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ ჩინური და უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტები. კონფუცის ინსტიტუტი/კლასი მიზნად ისახავს ჩინური ენის სწავლებას და ჩინური კულტურის გაცნობას ფართო საზოგადოებისადმი. ინსტიტუტი ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა საგანამანათლებლო გაცვლიტი პროექტების ორგანიზებას.

2020 წელს, ქუთაისის უნივერსიტეტმა და სინციანის სამედიცინო უნივერსიტეტმა, ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და შეთანხმდნენ, რომ ერთად ჩამოეყალიბებინათ ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე „კონფუცის კლასი “.

კონფუცის კლასი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ჩინური ენის შესწავლას და ცნობიერების ამაღლებას ჩინეთის და ჩინური კულტურის შესახებ. ინსტიტუტის მიზანია შექმნას პლატფორმა მეგობრული თანამშრომლობისთვის_ ენობრივი განათლებისა და კულტურათშორისი სწავლების შესახებ.

ქუთაისის კონფუცის კლასის  ძირითადი ფუნქციებია:

  • სტუდენტებისთვის და სხვა ყველა დაინტერესებული პირთათვის ჩინურ ენის შესწავლის უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო საგანამანათლებლობ გაცვლითი პროექტების ორგანიზება;
  • სასწავლო რესურსების_ სახელმძღვანელობის და სასწავლო გეგმების შემუშავების ხელსეწყობა, შესაბამისი დისციპლინებისა და აკადემიური კვლევების უზრუნველყოფა.
  • მასწავლებელთა და სტუდენტებისთვის სასერტიფიკაციო ტესტების ჩატარება, როგორიცაა CTCSOL და HSK პროგრამები, შესაბამისი შეფასების, აკრედიტაციისა და სერტიფიცირების განსაზღვრა.
  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებისა და თანამშრომლობისთვის შესაბამისი აქტივობების ორგანიზება;
  • საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობა  და ა.შ

 

საკონტაქტო ინფორმაცია

გიორგი დათუაშვილი
ელ. ფოსტა: [email protected]
მობ: 557 350300

ძიანბინგ ჟუ
ელ.ფოსტა: [email protected]
მობ: 593652334