ხარისხის მართვა ქუთაისის უნივერსიტეტის საქმიანობის ყოველდღიური ნაწილი და პროცესში ჩართული ყველა პირის პასუხისმგებლობაა. საუნივერსიტეტო საქმიანობის ხარისხი გამომდინარეობს საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრთა კომპეტენციისგან, პასუხისმგელობისგან და ეთიკური ქცევისგან.
ქუთაისის უნივერსიტეტში, ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობის მთავარი ღირებულელები და მიდგომებია: გამჭვირვალობა, საჯაროობა, ობიექტურობა, სანდოობა, უწყვეტობა და ვალიდურობა.
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ფუნქციონირებს პრინციპით: დაგეგმე, განახორციელე, შეაფასე, განავითარე. აღნიშნული პრინციპის დაცვით სისტემის ფუნქციონირება უზრუნველყოფილია ქუთაისის უნივერსიტეტში შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების საშუალებით.
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობისა და რესურსების უწყვეტ შეფასებასა და განვითარებას ხარისხის შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დასახული მიზნების მისაღწევად თანამშრომლობს უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან/თანამდებობის პირთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, სტუდენტებთან, დამსაქმებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები გულისხმობს ხარისხის შიდა და გარე შეფასებას.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები უნივერსიტეტის საქმიანობის ყველა ძირითად ასპექტს მოიცავს და სამ ძირითად მიმართულებად იყოფა: სწავლა-სწავლება და მომსახურება, კვლევა და მართვის პროცესი:
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს დოკუმენტით „ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები და შეფასების შედეგების გამოყენების პროცედურები“, რომელიც აჯამებს ხარისხის შიდა და გარე შეფასების პროცესებს, აღწერს თუ რა დამატებით დოკუმენტაციას ეყრდნობა იგი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ფარგლებში, ასევე, აღწერს თუ რა ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდება შეფასების პროცესი და თუ როგორ ხდება შეფასების შედეგების გამოყენება, პროცესებისა და მიღებული შედეგების დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.
ხარისხის განვითარების წლიური ანგარიში (2020-2021 აკადემიური წელი)
ხარისხის განვითარების წლიური ანგარიში (2021-2022 აკადემიური წელი)
ხარისხის განვითარების წლიური ანგარიში (2022-2023 აკადემიური წელი)
თათია ხარაბაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
E-mail: [email protected]
https://www.linkedin.com/in/tatia-kharabadze-883a001a2/
ლალი ჩხიკვაძე - მედიცის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი
E-mail: [email protected]
https://www.linkedin.com/in/lali-chkhikvadze-750a5579/
ანა კაკაბაძე – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
E-mail: [email protected]
http://linkedin.com/in/ana-kakabadze-7b7938217