მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია:
„მდგრადი განვითარება: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“
კონფერენციის ჩატარების დრო და ადგილი:
2024 წლის 10 ნოემბერი, ქ. ქუთაისი
კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში
კონფერენციის ორგანიზატორია:
ქუთაისის უნივერსიტეტი
თანაორგანიზატორები:
ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ახალციხე), სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი (თბილისი)
მულტიდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების, მათ შორის დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ გაერთიანებას საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა და გაზიარებისათვის. კონფერენცია უზრუნველყოფს მეცნიერების მრავალდარგოვან პლატფორმას მკვლევარებისა და პრაქტიკოსებისთვის უახლესი ინოვაციების, არსებული ტენდენციებისა და პრობლემების, ასევე პრაქტიკული გამოწვევებისა და მიღებული გადაწყვეტილებების წარმოდგენისა და განხილვისათვის.
კონფერენციის სამუშაო ენები
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური
კონფერენციის პროგრამა და შრომათა კრებული
კონფერენციამდე ნაბეჭდი სახით გამოიცემა პროგრამა
კონფერენციის შემდეგ ელექტრონული და ნაბეჭდი სახით გამოიცემა კონფერენციის შრომების კრებული.
მოხსენებები ელექტრონული სახით განთავსდება ქუთაისის უნივერსიტეტის ინსტიტუციურ საცავში (რეპოზიტორიუმში) და ქუთაისის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
მოხსენების წარმოდგენა - არაუგვიანეს 25 სექტემბრისა
შეტყობინება მოხსენების დაშვების/უარყოფის შესახებ - არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა
კონფერენციის დღე - 10 ნოემბერი
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 12-15 წუთი
მსჯელობა/დისკუსია - 8-10 წუთი
მონაწილეობის საფასური:
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეები მგზავრობისა და აკომოდაციის ხარჯებს ფარავენ თავად.
სერტიფიკატი:
კონფერენციის მონაწილეებს ადგილზე გადაეცემათ ნაბეჭდი სერტიფიკატი, ხოლო ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაეგზავნებათ ელექტრონული სახით.
მოხსენების წარმოდგენის წესი
ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თამატიკას.
ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და/ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.
თანაავტორთა რაოდენობა - არაუმეტეს სამისა, ავტორის ჩათვლით.
ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაშრომი (მათ შორის თანაავტორობის ჩათვლით)
ქართულენოვანი მოხსენებებისათვის:
(ქართულ და ინგლისურ ენებზე)
აბსტრაქტი - თითოეულ ენაზე არაუმეტეს 400 სიტყვისა – ნაშრომის მთავარი შინაარსის და ძირითადი სამეცნიერო შედეგის ასახვით (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა თითოეულ ენაზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე)
JEL კლასიფიკაციის შესაბამისი კოდ(ებ)ი (იხ. ბმულზე https://www.aeaweb.org/jel/guide/jel.php)
მოხსენება (არაუმეტეს 2000 სიტყვისა) უნდა მოიცავდეს შესავალს (საკითხის აქტუალობის წარმოდგენით), ძირითად ტექსტს და დასკვნებს (ქართულ ენაზე)
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა (1) წყაროს ორიგინალის ენაზე და (2) ინგლისურ ენაზე, ფრჩხილებში წყაროს ორიგინალის ენის მითითებით
ინგლისურენოვანი მოხსენებებისათვის:
(ინგლისურ ენებზე)
აბსტრაქტი - არაუმეტეს 400 სიტყვისა – ნაშრომის მთავარი შინაარსის და ძირითადი სამეცნიერო შედეგის ასახვით (ინგლისურ ენაზე)
საკვანძო სიტყვები - არაუმეტეს ხუთისა (ინგლისურ ენაზე)
JEL კლასიფიკაციის შესაბამისი კოდ(ებ)ი (იხ. ბმულზე https://www.aeaweb.org/jel/guide/jel.php)
მოხსენება (არაუმეტეს 2000 სიტყვისა) უნდა მოიცავდეს შესავალს (საკითხის აქტუალობის წარმოდგენით), ძირითად ტექსტს და დასკვნებს (ინგლისურ ენაზე)
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა (1) ინგლისურ ენაზე, ფრჩხილებში წყაროს ორიგინალის ენის მითითებით
ნაშრომის ტექნიკური პარამეტრები
ნაშრომი უნდა წარმოსდგეს Microsoft Word ფაილის სახით
გვერდები - A4, ნუმერაციის გარეშე
ველები ყველა მხარეს - 2 სმ
შრიფტი: ქართული ენისათვის - Sylfaen, ინგლისური ენისათვის - Sylfaen ან Times New Roman; ზომა - 11
სათაური - შრიფტის ზომა - 12 მუქი (Bold), ცენტრირებული
ინტერვალი სტრიქონებს შორის - 1,15
ნახაზები, ნახატები, სქემები, ფოტოები, ილუსტრაციები, ცხრილები მოცემული უნდა იყოს შესაბამისი ტექსტის ქვეშ ან მომდევნო გვერდზე; ნომერი გამჭოლი ნუმერაციით და სათაური ქვედა მხარეს (ცენტრირებულად), საჭიროებისას მცირე განმარტებით (მაგ. წყაროს მითითება ან სხვა); გარჩევისუნარიანობა - მინიმუმ 150 dpi.
ანტიპლაგიატის პოლიტიკა
დაუშვებელია ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება. წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალური პროგრამაში. პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ (საჭიროებისას სამეცნიერო კომიტეტთან კონსულტაციის გზითაც) და ხდება მისი სისწორის დადგენა. პროგრამის მიერ დამთხვევების ზღვრულ დონეზე მეტზე დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და ნაშრომი კონფერენციაზე არ დაიშვება.
გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია მიმართოს სამეცნიერო კომიტეტს ან საორგანიზაციო კომიტეტს და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში გამოქვეყნდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია.
ციტირების წესები
ციტირებისათვის გამოიყენება APA სტილით განსაზღვრული წესები. დამატებით: https://apastyle.apa.org/ მაგალითები მოცემულია ფაილებში:
ფაილის ჩამოტვირთვა ქართული ინგლისური
კონფერენციისათვის მოხსენების დაშვების/უარყოფის პროცედურა
მოხსენების კონფერენციაზე დასაშვებად სავალდებულოა ორმაგი ფარული რეცენზირების პროცესის გავლა. რეცენზენტს თითოეული მოხსენებისათვის ირჩევს კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებთან კონსულტაციის გზით. რეცენზენტები არიან სხვადასხვა უნივერსიტეტებში მოღვაწე მეცნიერები, რომელთა კომპეტენცია და აკადემიური შრომები თანხვედრაშია მოხსენების შინაარსთან. ნაშრომი დაიშვება ორი დადებითი რეცენზიის საფუძველზე.
ნაშრომის შეფასების მაქსიმალური მნიშვნელობაა - 100 ქულა. დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტები ნაშრომს შეაფასებენ მინიმუმ 60 ქულით შეფასების შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად (თითოეული მაქსიმუმ 20 ქულა): თემის აქტუალობა; დასკვნების შესაბამისობა მიზნებთან და ამოცანებთან; კვლევის შედეგების მეცნიერული სიახლის დონე; კველვის თეორიული, გამოყენებითი და პრაქტიკული მნიშვნელობა; ტექსტის სტრუქტურა, აკადემიური ციტირების სტილი
ნაშრომის მიწოდება
ნაშრომი მითითებული ვადების დაცვით უნდა გაიგზავნოს ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
მოხსენების დაშვების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდგომ მომხსენებელი კონფერენციაზე რეგისტრირებულად ითვლება
კომუნიკაცია ავტორ(ებ)თან
ავტორთან კომუნიკაცია ხორციელდება მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე. რამოდენიმე ავტორის შემთხვევაში კომუნიკაცია პირველად მითითებულ ავტორთან ხდება.
მოხსენების ჩაბარების თარიღად ფიქსირდება ავტორის ელექტრონული ფოსტიდან გამოგზავნის დრო.
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება კონფერენციის ორგანიზატორთა ელექტრონული ფოსტიდან შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან, მიუხედავათ სხვა გარემოებებისა.
ღია მეცნიერების პოლიტიკა
ქუთაისის უნივერსიტეტი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვას და განვითარებას - კვლევით მონაცემებზე, სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის მეთოდებზე ღია ხელმისაწვდომობას, ასევე კვლევებში ღია კოდის, სტანდარტებისა და ინტერფეისების გამოყენებას. ის იყენებს ღია საგამომცემლო ინსტრუმენტებს კვლევების, განვითარებისა და ინოვაციების გავლენის გასაზრდელად. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი კვლევითი მონაცემები, სამეცნიერო პუბლიკაციები და მოხსენებები, აგრეთვე გამოყენებული კვლევის მეთოდები საჯარო და ღიაა. ქუთაისის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, რომ პროცესები, საინფორმაციო და მხარდამჭერი სისტემები, სახელმძღვანელო ნორმები FAIR (Findability-Accessibility-Interoperability-Reusability) პრინციპების რეალიზების საშუალებას იძლეოდეს. ქუთაისის უნივერსიტეტი ადასტურებს მის მიერ ხელმოწერილი ღია წვდომის ბუდაპეშტისა და ბერლინის დეკლარაციების პრინციპებისადმი მხარდაჭერას და ერთგულებას.
საავტორო უფლებები
ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორ(ებ)ს;
ავტორ(ებ)ი გადასცემენ კონფერენციის ორგანიზატორებს განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას, რაც აგრეთვე მოიცავს ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებას, თარგმნას, ვიზუალურ დამუშავებას. ავტორებს რჩებათ უფლება, გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ კონფერენცია, როგორც პირველადი გამოცემის წყარო, იქნება მითითებული.
კონფერენციის მასალებში მოხსენებები განთავსდება Creative Commons Attribution (CC BY) 4.0 ლიცენზიით. რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით; ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს პუბლიკაციას ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია, სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში, წარმოაჩინოს ეს ცვლილებები.
ავტორი პასუხისმგებელია მოხსენების შინაარსზე. სამეცნიერო კომიტეტი და კონფერენციის ორგანიზატორები არ აგებენ პასუხს ავტორების და/ან მესამე პირების მიმართ პუბლიკაციით რაიმე ფორმით მიყენებული ზიანისათვის.
სხვა საკითხები
ქუთაისის უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა კვლევით საქმიანობაში ეთიკის ნორმებისა და სტანდარტების დაცვას. უნივერსიტეტში შემუშავებულია სოციალურ მეცნიერებებში კვლევითი საქმიანობის ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება მოქმედ ნორმებს, შესაბამის ევროპულ კანონმდებლობას, საერთაშორისო კონვენციებსა და დეკლარაციებს, აღიარებს და შეესაბამება ევროპულ კვლევით სივრცეში მიღებული ეთიკური ნორმებისა და პრინციპების სულისკვეთებას, ეთიკურ წესებს და სტანდარტებს.
ქუთაისის უნივერსიტეტი თანასწორობის პრინციპს სწავლებისა და მეცნიერების ხარისხის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად განიხილავს. უნივერსიტეტში შემუშავებულია გენდერული თანასწორობის სტრატეგია და გეგმა, რომელიც ემსახურება გენდერული თანასწორობის პრინციპისა და შესაბამისი ღირებულებების სიღრმისეულ და სისტემურ დანერგვის უზრუნველყოფას, როგორც უნივერსიტეტის ინსტიტუციურ, ისე კულტურის დონეზე, სწავლებაში, კვლევასა და უნივერსიტეტის მართვაში. გენდერული თანასწორობის გეგმის სტრუქტურასა და მიდგომაში გათვალისწინებულია ევროპული კომისიის გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და ევროპული სამეცნიერო სივრცის ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სპეციფიკაზე, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სწავლების, კვლევისა და ინოვაციის სფეროებში.
საკონტაქტო პირი
გოჩა უგულავა - ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორი
მედია მხარდაჭერა
PDF ის ნახვა