ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ქუთაისის უნივერსიტეტის შესახებ

 

 

 

 

 

 

ქუთაისის უნივერსიტეტი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც 1991 წელს დაარსდა.

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას, მრავალფეროვან გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. ქუთაისის უნივერსიტეტი ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მედიცინის და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტები, რომლის ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

უნივერსიტეტში დაფუძნებულია ასევე ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი და გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“.

ქუთაისის უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია. იგი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად. ქუთაისის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ურთიერთგაგების მემორანდუმების ფარგლებში თანამშრომლობს 16 ქვეყნის 44 უნივერსიტეტთან. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, ქუთაისის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. გარდა იმისა, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ორიენტირებულია ხარისხიანი განათლების მიცემაზე, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებასა და სტაჟირებაზე.