ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკური სამეცნიერო სლემი ჩატარდა
2024 წლის 14 მარტი
ქუთაისის უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი “მათემატიკური სამეცნიერო სლემი” გაიმართა. ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის და ა(ა)იპ „მათემატიკოსის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მათემატიკის საერთაშორისო დღე იუნესკოს მე-40 სესიის გადაწყვეტილებით 14 მარტს აღინიშნება, რაც რიცხვ პი-ს (3,14) უკავშირდება. მათემატიკის საერთაშორისო დღის პროექტს მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო მათემატიკური კავშირი ხელმძღვანელობს.
ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ამსახველ მსოფლიო რუკაზე იქნა დატანილი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 1400-ზე მეტი ღონისძიებაა ასახული.
სამეცნიერო სლემი წარმოადგენს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის, სამეცნიერო კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმას, სადაც მეცნიერები არასპეციალისტებისათვის საუბრობენ თანამედროვეობის მთავარ და მნიშვნელოვან სამეცნიერო იდეებზე, მათ შორის საკუთარ სამეცნიერო კვლევებზე.
მათემატიკის ისტორიულ გზაზე, ამ მეცნიერების საინტერსო საკითხებზე, თანამედროვე კვლევებისა და პრობლემების თაობაზე ისაუბრეს:
ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა მიხეილ გაგოშიძემ;
ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გოჩა უგულავამ;
ევროპის უნივერსიტეტის აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკი ტაბატაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა:
პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ
ასოცირებულმა პროფესორმა გოდერძი შანიძემ
ასოცირებულმა პროფესორმა ოთარ შენგელიამ
მოწვეულმა ლექტორმა როლანდ ბრეგვაძემ
ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დავით გაგოშიძე
სამედიცინო ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა თათია ხარაბაძემ
სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი დათუაშვილმა
სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსმა თინათინ მეფარიშვილმა
ფინანსურმა მენეჯერმა რატი გუდავაძემ
იურიდიული სამსახურის სპეციალისტმა თამარ ამაღლობელმა
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ კუხიანიძემ
ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრის გამგემ რევაზ ზაქარაშვილმა
ქუთაისის უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის მიერ ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
2023 წლის 25 მაისი
ქუთაისის უნივერსიტეტში, ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, აკადემიური პერსონალის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ. ავტორებმა, ღონისძიებაზე ჯამში 10 წიგნი წარმოადგინეს:
საქართველოს ეკონომიკური განვითარება COVID-19-ის პირობებში (მაკროეკონომიკური და რეგიონული ასპექტები) (ნ. ჩიხლაძე, მ. ხიდაშელი, გ. უგულავა)
ტერიტორიული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა (გ. უგულავა)
რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული და პრაქტიკული მიდგომები (ნ. ჩიხლაძე)
საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფის მეთოდოლოგიური საფუძვლები (თ. გრიგოლაშვილი)
თეოლოგიურ-ეკონომიკური ნარკვევები (პ.კოღუაშვილი, ნ.ჩიხლაძე)
ეკონომიკის ფსიქოლოგია (ი.არჩვაძე, ლ.ქურხული)
გადასახადები (გ.უფლისაშვილი)
შიდა აუდიტი (გ.უფლისაშვილი)
გადასახადები - ტესტები, ამოცანები, საკონტროლო კითხვები (გ.უფლისაშვილი)
მიკროდაფინანსება, როგორც სიღარიბის შემცირების ინსტრუმენტი (მ.ძაძუა)
წარმოდგენილი გამოცემების მნიშვნელობაზე, მათ დროულობასა და საჭიროებაზე, ავტორთა მიერ გაწეულ შრომაზე ისაუბრეს გამომსვლელებმა: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მურმან ცეცხლაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ცისკარა ზარანდიამ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბერიძემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შოთა ლომინაშვილმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ღავთაძემ, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ბაბუნაშვილმა, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალვინა ყიფიანმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გოდერძი შანიძემ.
ბოლოს, ღონისძიება შეაჯამა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა გოჩა თუთბერიძემ. წიგნები ხელმისაწვდომია ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითმა ინსტიტუტმა პანელური დისკუსია - "საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციები და გამოწვევები“ გამართა.
2023 წლის 28 თებერვალი
ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის კვლევითმა ინსტიტუტმა პანელური დისკუსია - "საქართველოს საგარეო ვაჭრობის ტენდენციები და გამოწვევები“ გამართა.
ღონისძიებას მოდერირებას უწევდნენ:
პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე - ქუთაისის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი გოჩა უგულავა - ქუთაისის უნივერსიტეტი, ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ:
პროფესორი გოჩა თუთბერიძე - ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი, ევროპის უნივერსიტეტი
პროფესორი იოსებ არჩვაძე - ქუთაისის უნივერსიტეტი
პროფესორი მირზა ხიდაშელი - ქუთაისის უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი გოდერძი შანიძე - ქუთაისის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი გურამ უფლისაშვილი - ქუთაისის უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი შოთა ლომინაშვილი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი ლაშა ბერიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წმინდა ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტი
ეკონომიკის დოქტორი ბორის ჭიჭინაძე - აკაკი წერეთლის საელმწიფო უნივერსიტეტი
დისკუსია ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა.
მოდერატორებმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვის, სავაჭრო სალდოს და ექსპორტ-იმპორტის შესახებ ისაუბრეს. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ექსპორტ-იმპორტის მოცულობების დინამიკა ქვეყნებისა და წამყვანი სასაქონლო პოზიციების მიხედვით. წარმოადგინეს ექსპორტისა და იმპორტის დროითი მწკრივების მოდელები, გაანალიზდა პროგნოზები. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება, ევროკავშირთან დადებულ ხელშეკრულებებით მონიჭებული პრეფერენციების და უპირატესობების უკეთ გამოყენება, საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის ქვეყნებთან ზრდაზე ორიენტირებულობის აუცილებლობა და ა.შ.აღინიშნა, რომ საგარეო მსოფლიო ბაზარზე, სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის მოკრძალებული წილი და ასეთივე პოზიცია ექსპორტის მხარდაჭერის დახვეწილი მექანიზმების არარსებობამ და უსისტემობამ განაპირობა. გამოითქვა საქართველოს საექსპორტო სტრატეგიის კონკურენტუნარიანობის კრიტერიუმად მისი ინოვაციური მიმართულების გამოკვეთისა და გაზრდის სურვილი, რაც ქვეყანას მაღალი დამატებული ღირებულების მქონე საქონლისა და მომსახურების შექმნის საშუალებას მისცემდა.
დისკუსიის მასალები (გამოქვეყნებულია ღია მეცნიერების პოლიტიკის ფარგლებში)
პრეზენტაცია
პროგრამული კოდის ლისტინგი (Export ARIMA, Import ARIMA, Export SSA, Import SSA)
ქუთაისის უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევა საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების 2021 წლის საუკეთესო მიღწევად აღიარეს
2022 წლის თებერვალი
ქუთაისის უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევა, თემაზე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კვლევა COVID-19-ის პირობებში“ (ნ.ჩიხლაძე, მ.ხიდაშელი, გ.უგულავა) საქართველოს სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების 2021 წლის საუკეთესო მიღწევად აღიარეს. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გამართულ წლის საუკეთესო მიღწევების ფორუმზე ქუთაისის უნივერსიტეტიდან პრეზენტაცია პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხლაძემ წარადგინა. აღსანიშნავია, რომ კვლევა მონოგრაფიად გამოიცა და ნაშრომის პრეზენტაცია მიღწევების გაერთიანებულ კრებულში გამოქვეყნდა.
ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა
2021 წლის 10 ნოემბერი
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ჩიხლაძე დააჯილდოვა. პროფესორს ჯილდო მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის გადასცეს. აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მსოფლიო დღე 1999 წელს ბუდაპეშტში „იუნესკოს“ მიერ მეცნიერების მსოფლიო კონფერენციიაზე დაარსდა და 2001 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება როგორც საზოგადოებისა და მეცნიერების უწყვეტი კავშირის სიმბოლო.
ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო კვლევა საერთაშორისო კონგრესზე საუკეთესო სამეულში დასახელდა
2021 წლის აგვისტო
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ორგანიზებით, 19-22 აგვისტოს სოციალური მეცნიერებების დარგში საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომელშიც 7 კონტინენტის, 37 ქვეყნის, 119 უნივერსიტეტის 200-მა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. ონლაინ ფორმატში 22 სესია 2 არხის საშუალებით ჩატარდა. 200-მდე სამეცნიერო ნაშრომიდან, საუკეთესო სამეულში დასახელდა ქუთაისის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორის ციცინო ძოწენიძის სამეცნიერო კვლევა „დასავლეთისა და აღმოსავლეთის ისტორიულ ეკონომიკურ პოტენციალზე მარქსის, ვებერისა და პომერანცის შეხედულებების შედარებითი ანალიზი“. ციცინო ძოწენიძე ასევე ხელმძღვანელობდა სამეცნიერო სექციას ეკონომიკური მიმართულებით.
"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საერთაშორისო მასშტაბი ეძლევა სოციალურ მეცნიერებებს კულტუროლოგიასა და ინფორმატიკასთან ერთად და განსაკუთრებული გამარჯვებაა, როცა საუკეთესო სამეულში ხვდება საქართველო“, - აღნიშნავს კონგრესის მონაწილე.
საერთაშორისო კონგრესზე გამარჯვებული ნაშრომები ავტორიტეტული საერთაშორისო საგამომცემლო ორგანიზაციის მიერ მაღალი გავლენისა და ISBN ინდექსის მქონე სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა, რომელიც ავტორის და ქუთაისის უნივერსიტეტის ცნობადობას აკადემიურ წრეებში კიდევ უფრო ამაღლებს.
ონლაინ ტრენინგი „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“
2020 წლის 28 ოქტომბერი
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“, რომელსაც პროფესორი გოჩა თუთბერიძე უძღვებოდა. ტრენინგს ესწრებოდა ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი. ტრენინგის მსველელობისას განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ხელმძღვანელისა და დოქტორანტის წარმატებული ურთიერთობის მოდელი, საერთაშორისო სამეცნიერო რესურსების ბაზები, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სხვა.
რიგა სტრადინსის უნივერსიტეტის (Riga Stradins University) პროფესორის ვორქშოფი
2020 წლის 15 ოქტომბერი
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით რიგის სტრადინის უნივერსიტეტის (Riga Stradins University) პროფესორმა, ტატიანა მურავსკამ ჩაატარა ონლაინ ვორქშოფი თემაზე „როგორ ვუხელმძღვანელოთ სამეცნიერო ნაშრომს“. ვორქშოფს ესწრებოდა მედიცინისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი. ვორქშოფის მონაწილეები გაეცნენ ლატვიისა და გერმანიის უნივერსიტეტებში არსებული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტრუქტურასა და ხელმძღავენლობის პრინციპებს.
ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის აღწერა
2020 წლის სექტემბერი
საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების/პოტენციალის შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაციის მიზნით განხორციელდა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის 2015-2020 წლებში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და HR SOFT-ზე ასახვა.
ქუთაისის უნივერსიეტეტის აკადემიური პერსონალის მონოგრაფიების გამოცემა
2020 წლის ივლისი
ქუთაისის უნივერსიეტეტის ხელშეწყობით გამოიცა ეკატერინე ვაწაძის მონოგრაფია „თავაზიანი ფატიკური გამონათქვამების სოციო-პრაგმატიკული ანალიზი (ინგლისური და ქართული პროზის მასალაზე)“ და ნიკოლოზ ჩიხლაძის მონოგრაფია „ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის გამოწვევები“, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ქართულენოვან ავტონომიურ კვლევას ეროვნულ ეკონომიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში და ეძღვნება ეკონომიკური და კომერციული დიპლომატიის აქტუალურ საკითხებს.
სამენციერო პიკნიკი ქუთაისში
2019 წლის 19 სექტემბერი
,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ქუთაისის უნივერსიტეტის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. ქუთაისის უნივერსიტეტმა სამეცნიერო პიკნიკზე წარმოადგინა უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სივრცე UNIK CreaLab-ს და სამედიცინო ფაკულტეტში არსებულ თანამედროვე ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სიმულაციები და მულაჟები.
UNIK CreaLab არის ქუთაისის უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომლის მიზანია ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა და დამწყებ მეწარმეებში ტექნოლოგიური რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო: 3D პრინტერი და 3D პრინტერის მიერ დამზადებული სხვადავადსხვა პროტოტიპები (მჭრელი დანა, მექანიკური საათის მუშა მექანიზმი, მოძრავი სხვადასხვა სათამაშოები და ა.შ); 3D კალამი; 3D სკანერი, რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ ვიზიტორებს საკუთარი 3D მოდელის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდათ; ჭკვიანი დაფა და VR სათვალე (AR რეალობის ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი აპლიკაციები; Mixed Reality-ის სახალისო პრეზენტაცია და ა.შ).
სამეცნიერო პიკნიკზე სამედიცინო ფაკულტეტმა წარმოადგინა: VR ანატომია; კუნთში და ვენაში ინექციის სიმულაცია; კარდიომონიტორინგი; სხვადასხვა ანატომიური მულაჟები. მოსულ სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ წარმოდგენილი ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპს და უშუალო მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხავა სახალისო აქტიობებში.
პლაგიატის პროგრამის დანერგვა ქუთაისის უნივერსიტეტში
აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, უნივერსიტეტში პლაგიატის აღმოსაჩენად ეფექტიანი მექანიზმის დანერგვისა და პლაგიატის პრევენციის მიზნით, 2019 წელს უნივერსიტეტში დაინერგა პლაგიატის ამომცნობი პროგრამა StrikePlagiarism (www.strikeplagiarism.com). 2018-2019 აკადემიური წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამის მეშვეობით მოხდა 171 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების პლაგიატზე შემოწმება.
Wyższa Szkoła Bankowa-ს წარმომადგენლების ვიზიტი
2019 წლის აგვისტო
ქუთაისის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციის და კვლევის ხელშეწყობის სამსახურის მიერ გაიმართა შეხვედრა პოლონეთის WSB უნივერსიტეტის (Wyższa Szkoła Bankowa) წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხიული იყო უნივერსიტეტებს შორის ორმრიხივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების საკითხები.