ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საერთაშორისო მიღების პროცედურები

რატომ უნდა ისწავლოთ ქუთაისის უნივერსიტეტში?

ისტორიული ქალაქი

ქუთაისის უნივერსიტეტი მდებარეობს ქუთაისის, საქართველოს ისტორიული და ლამაზი ქალაქის ცენტრში. ეს ტერიტორია ძველთაგანვე ცნობილი იყო საერთაშორისო მოგზაურებისთვის, მათ შორის, ძველი ბერძნებისთვის. ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად, არგონავტებმა იმოგზაურეს კოლხეთში, რომლის დედაქალაქი იყო ქუთაისი (ქუთაია), სადაც ისინი ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იმყოფებოდნენ. 

ქუთაისი ცნობილია გელათის სამონასტრო კომპლექსით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მეკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი საქართველოში. 

1106 წელს დაარსებული გელათის მონასტერი,  შუა საუკუნეების საქართველოს ოქროს ხანის შედევრს წარმოადგენს. ეს არის პოლიტიკური ძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის პერიოდი XI-XIII საუკუნეებში. სამონასტრო კომპლექსს ახასიათებს  ნატიფად გათლილი დიდი ბლოკების მქონე ფასადები, დაბალანსებული პროპორციები და თაღები ექსტერიერის დეკორაციაში. როგორც შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებლური მონასტერი, გელათის მონასტერი ასევე წარმოადგენდა მეცნიერებისა და განათლების ცენტრს. გელათის აკადემია, ძველი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იყო.  

მეორე ბრწყინვალე ისტორიული ძეგლი, ბაგრატის კათედრალია (X-XI საუკუნეები), რომელიც უნიკალური არქიტექტურული ოსტატობის ნიმუშია.

ზოგადად, ქუთაისი ცნობილია მშვენიერი ძველი ქალაქით, კაფეებითა და მეგობრული ხალხით.

გთხოვთ, იხილოთ დაწვრილებით  ქუთაისის ღირშესანიშნაობების შესახებ.

სოციალური ფაქტორები

ქუთაისი უსაფრთხო და ფინანსურად ხელმისაწვდომი ქალაქია. აქ ბევრი საერთაშორისო სტუდენტია, რომლებიც ქალაქში სწავლობენ და ცხოვრობენ. საცხოვრებელი და საკვები, შედარებით იაფია. ქუთასის უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქ მისვლას ადვილად შეძლებთ. ქალაქი და მისი მცხოვრებნი მეგობრულია და ყოველთვის მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, სხვებს დაეხმარნონ.

აკადემიური ფაქტორი

ქუთაისის უნივერსიტეტი სწავლის მსურველებს სთავაზობს მაღალი ხარისხის აკადემიურ პროგრამებს, რომლებიც აკრედიტებული არიან საქართველოში და აღიარებულია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს მიღმა. ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა სტუდენტებს სთავაზოვს თანამედროვე კლინიკური სწავლების ინფრასტრუქტურას და მაღალი ხარისხის, თანამედროვე სამედიცინო განათლებას.

_________________________________________________________________________________________________________

ქუთაისის უნივერსიტეტის აღიარება

ქუთაისის უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უნივერსიტეტი საქართველოში. ჩვენი ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა ასევე აკრედიტებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი დიპლომები აღიარებულია სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის:

ბოლონიის პროცესის ქვეყნებში

ბოლონიის პროცესის წევრები არიან ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვები. ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორია

ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი განთავსებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორიაში, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ორგანიზაციის (FAIMER) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა მსოფლიოში არსებული აკრედიტებული სამედიცინო პროგრამების შესახებ.

ენიკ-ნარიკის ბაზა

ქუთაისის  უნივერსიტეტი განთავსებულია ბაზაში, რომელსაც იყენებს ერიკ-ნარიკის ქსელი. ენიკ-ნარიკის ქსელი წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და იუნესკოს ერთობლივ ინიციატივას, როგორც ევროპის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, ისრაელისა და ახალი ზელანდიის მოქმედი ავტორიზებული და აკრედიტებული საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და ხარისხის სისტემების შესახებ განახლებული ინფორმაციის წვდომის ინსტრუმენტს.

_________________________________________________________________________________________________________

წევრობა

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია

ქუთაისის უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.

ქუთაისის უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და მას 48 ევროპული ქვეყნიდან 800-ზე მეტი წევრი ჰყავს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესსა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის ფორმირებაში.  

გარდა ამისა, EUA წარმოადგენს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც წევრი უნივერსიტეტები ერთმანეთს ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკებს უზიარებენ და  ერთობლივ პროექტებსა და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობენ. 

_________________________________________________________________________________________________________

ინგლისურენოვანი პროგრამები 

დიპლომირებული მედიკოსი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.

სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.

სწავლების საფასური: 4000 აშშ დოლარი წლიურად.

მედიცინის ფაკულტეტის  ალბომი.

გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია პროგრამისა და მედიცინის ფაკულტეტის შესახებ.  

გთხოვთ, იხილოთ ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ.

გთხოვთ, იხილოთ სხვა საინტერესო ინფორმაცია აკადემიური აქტივობების შესახებ.  

_________________________________________________________________________________________________________

სტუდენტის გზამკვლევი

სტუდენტის გზამკვლევი, საერთაშორისო სტუდენტებს დაეხმარება მიიღონ ინფორმაცია ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საკონტაქტო დეტალების, საბანკო ანგარიშის, ბიბლიოთეკის, აკადემიური სერვისების, ბინის ქირის, ტრანსპორტის, მობილური ოპერატორების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

გთხოვთ, იხილოთ გზამკვლევი.

_________________________________________________________________________________________________________

ქუთაისის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიში

ქუთაისის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე სწავლის საფასურის გადმორიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

გადახდისათვის გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:

მიზნობრიობაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი

თიბისი ბანკი              GE51TB7054336020100021 GEL                                                           

საქართველოს ბანკი  GE12BG0000000346036551 GEL

გადახდის აპარატები

დამატებით, სტუდენტებს ასევე შეუძლიათ სწავლის საფასური გადმორიცხონ საქართველოს ტერიტორიაზე ქუჩებში განთავსებული გადახდის აპარატებიდან. ამისთვის, აპარატის მენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ ველი „განათლება“, მოძებნოთ ქუთაისის უნივერსიტეტი და გადაიხადოთ სწავლის საფასური პირადი ნომრით. ამ შემთხვევაში, საბანკო რეკვიზიტები საჭირო არ არის.

საბანკო მომსახურება

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ საბანკო ანგარიში შესაბამის ბარათთან ერთად, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიტანოთ ფული საბანკო აპარატებიდან დღიური გამოტანის მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.

საბანკო აპარატები, როგორც წესი, 24 საათი ხელმისაწვდომია და განთავსებულია ბანკების, ასევე მაღაზიების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელში.

თუ სხვა ბანკის ბანკომატს გამოიყენებთ, შესაძლოა თანხის გამოტანისას დამატებითი პროცენტი დაგერიცხოთ.

_________________________________________________________________________________________________________

ტრანსპორტი 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური ქუთაისში: 

ავტობუსით მგზავრობა – 40 თეთრი (დაახლ. 13 ამერიკული ცენტი).

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა - 50 თეთრი (დაახლ. 16 ამერიკული ცენტი).

_________________________________________________________________________________________________________

საერთაშორისო სტუდენტების მიღების პროცედურა

ჩვენ ვცდილობთ, მიღების პროცედურა საერთაშორისო სტუდენტებისთვის მაქსიმალურად მოქნილი იყოს.

მიღების პროცედურა მოკლედ შეიძლება აღიწეროს, როგორც ონლაინ აპლიკაციის შევსების, ინგლისურ ენაში მისაღები გამოცდის ჩაბარებისა და სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.

ენობრივი კომპეტენცია

საერთაშორისო სტუდენტებმა უნდა ჩააბარონ მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში, დისტანციური ფორმით. ხარჯების დაზოგვის კუთხით, ეს განსაკუთრებით მიმზიდველია იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ გამოცდას სახლიდან აბარებენ. გამოცდა მოიცავს საუბრისა და წერის ნაწილს. გთხოვთ, იხილოთ დეტალურად.

აპლიკაციის ფორმა

მომავალმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქუთაისის უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა (საჭიროებს Gmail ელფოსტის ანგარიშს). ფორმა მოიცავს დეტალურ ინსტრუქციებს. აპლიკანტმა აპლიკაციას თან უნდა დაურთოს მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტის ასლი და კონკრეტული ქვეყნების მიხედვით მოთხოვნილი დოკუმენტი (მაგალითად, ინდოეთის მოქალაქეების შემთხვევაში, NEET სერტიფიკატი მედიცინის პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის).

აპლიკაციის შევსების შემდეგ, სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური შეამოწმებს აპლიკაციით მიღებულ დოკუმენტებს. შემდგომ სტუდენტი მიიღებს შეტყობინებას ელფოსტით, რომ  მას უფლება აქვს ინგლისური ენის დისტანციურ გამოცდაზე გავიდეს. თუ აპლიკანტი ამ გამოცდას ჩააბარებს, ის მიიღებს შემდგომ ინსტრუქციებს მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, აპლიკანტი აფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან და იხდის სწავლის საფასურს. ამის შემდგომ, ის ღებულობს უნივერსიტეტში ჩაბარებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რაც აუცილებელია სასწავლო ვიზის მისაღებად.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გვთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: [email protected].

_________________________________________________________________________________________________________

ვიზის საკითხები 

ვიზასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სერვისების ვებსაიტს.

_________________________________________________________________________________________________________

საგანმანათლებლო კონსულტაცია თქვენს ქვეყანაში 

ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო კონსულტანტების ქსელი, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტი ოფიციალურად ცნობს სხვადასხვა ქვეყანაში. კონსულტანტები ეხმარებიან აპლიკანტებს საკუთარი განაცხადის მომზადებასა და სხვა სავიზო საკითხებში.

_________________________________________________________________________________________________________

 

უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური

ჩვენ შესახებ

უცხოელ სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური შეარჩევს და იღებს საერთაშორისო სტუდენტებს.

 

ჩვენი გუნდი

  • სამსახურის ხელმძღვანელი:  ლაშა ჩახვაძე
  • ელფოსტა: [email protected]