ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

მობილობა

 წესები და პროცედურები


მობილობა ხორციელდება შემდეგ მიმართულებებზე:

 

საბაკალავრო პროგრამები:

 

·         ეკონომიკა

·         ტურიზმის მენეჯმენტი

·         ბიზნეს ადმინისტრირება

 

სამაგისტრო პროგრამები:

 
·         ფინანსები

·         საბუღალტრო აღრიცხვა

 

სადოქტორო პროგრამა

·         ეკონომიკა

 

მობილობისთვის უნდა გაიაროთ შემდეგი ეტაპები:
დარეგისტრირდით საიტზე  და გააკეთეთ განაცხადი მობილობაზე 28 იანვრიდან  8 თებერვლის 18:00 საათამდე  https://students.emis.ge/


მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები ქუთაისის უნივერსიტეტში:

დოკუმენტების მიღება -2021 წლის 10 თებერვლიდან 15თებერვლის ჩათვლით; 

სტუდენტთა კრედიტების აღიარება -2021 წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით; 

სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება - 2021 წლის 15 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით;

ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში ელექტრონულად ასახვა  არაუგვიანეს 2021 წლის 12 თებერვლიდან 19 თებერვლის 18 საათის ჩათვლით.

10 თებერვლიდან 15 თებერვლის  ჩათვლით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მობილობის უფლების მოპოვების შემდეგ:    

ა) განცხადება (ივსება უნივერსიტეტში)

ბ)პირადობის დამადასურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ)სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

დ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის ასლი, ინფორმაცია სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპის შესახებ (მაგისტრატურაში), მაგისტრის დიპლომის ასლი (დოქტურანტურაში);

ე)სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ვ)სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის/აქტების (ჩარიცხვის ბრძანება), სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვა) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);

ზ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლი გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის);

თ) ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხული სტუდენტებისათვის კანონმდებლობის შესაბამისად სწავლების უფლების მინიჭებაზე სქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანების ასლი;

3. მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი სტუდენტი, რომელმაც გამომშვებ უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე, ექვემდებარება ქართული ენის დონის განსაზღვრას, რათა დადასტურდეს პირის მიერ პროგრამის შესაბამისი სწავლის შედეგისათის საჭირო ენობრივი კომპეტენცია. 

აღნიშნული პირობის დადგომის შემთხვევეაში რექტორის სამართლებრივი აქტით შეიქმნება შესაბამისი კომისია და განისაზღვრება გამოცდის ჩატარების დღე.

4. ჩარიცხვის შემდეგ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა)სტუდენტის სასწავლო ბარათი (დედანი);

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი  ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი( ბაკალავრიატში), ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მაგისტრატურაში), მაგისტრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი(დოქტორანტურაში)

გ),,სხვა დაწესებულებაში ჩარიცხული პირის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“  ბრძანებიდან ამონაწერი (გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან).

დ) 1 ფოტოსურატი 3X4 CD დისკთან ერთად.



მობილობის მსურველი პირი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს ქუთაისის უნივერსიტეტის დეკანის ოფისში  და წარმოადგინოს ზემოთ მოცემული საბუთებიგანაცხადება და საბუთები მიღება  დილის 9-დან საღამოს 18 საათამდე (მის: ქუთაისი, წერეთლის ქ. #13) შაბათ–კვირის გარდა.

       საკონტაქტო პირი: თინათინ მეფარიშვილი