ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ დაარსებული რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“ (ISSN 1512 – 3901) გამოიცემა 2006 წლიდან. 2017 წლიდან ჟურნალს მიენიჭა ელექტრონული საერთაშორისო სტანდარტის სერიული ნომერი (E ISSN 2587 – 5310). ჟურნალი ეთმობა საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების წამყვანი მეცნიერების და სპეციალისტების კვლევებისა და პრაქტიკული მუშაობის შედეგებს.
დაფუძნებიდან დღემდე ჟურნალის რედაქტორია ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკო ჩიხლაძე. ყველა პუბლიკაციას ენიჭება პერსონალური DOI იდენტიფიკატორი. ჟურნალი ინდექსირებულია წამყვან საერთაშორისო ბაზებში და მისი ნომრები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში.
ვებ-გვერდი: http://economicprofile.org/