ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ტურისტული ბიზნესის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში


გოდერძი შანიძე

ბიზნესისა და მართვის დოქტორი,  ასოცირებული პროფესორი, ქუთაისის უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]


აბსტრაქტი

საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხი საკმაოდ აქტუალური თემაა, ის   ქვეყნისთვის, ეკონომიკური სარგებლის მოტანაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ტურიზმის განვითარებას განსაზღვრავს ღირშესანიშნაობები, ინფრასტრუქტურის მოწყობის დონე, მომსახურების შეთავაზებები, მოგზაურობების ორგანიზება, ტურისტული პროდუქტის ბაზარზე გატანა და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებით, სხვასთან ერთად, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ჯგუფებიც იღებენ სარგებელს, რაც სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც მაგალითად, ტურისტებისთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვით ან მცირე საწარმოს ფუნქციონირებებით მიიღწევა.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მათივე განცხადებით, 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი  3,516,634,479 აშშ დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის აღდგენაა 107.6%-ით. 2022 წელს, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 5.4 მლნ. შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.9-ჯერ მეტია. ვიზიტების უმეტესობა 57.2% რეგიონულ დონეზე თბილისში განხორციელდა, შემდეგ მოდის აჭარა 45.1% და მცხეთა-მთიანეთი 19%. დანარჩენი რეგიონებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქვემო ქართლში 7.9%, სამცხე-ჯავახეთში 7.7%, იმერეთსა 7.5% და კახეთში 5.8%. ტურისტული ბიზნესი არის მოსახლეობის დასაქმების, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების, ქვეყანაში მრავალფეროვანი წარმოებისა თუ მომსახურების შექმნის, რეგიონული  განვითარების მნიშვნელოვანი წყარო. იმ ქვეყანას რომელსაც რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ფლობს გარკვეულ კონკურენტულ უპირატესობებს, ტურიზმი უნდა იყოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და პრიორიტეტული დარგი. 


საკვანძო სიტყვები: ტურისტული ბიზნესი, ტურიზმის პოტენციალი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტურისტული ნაკადები.
JEL: Z32
DOI: 10.52244/c.2023.11.15

გამოყენებული ლიტერატურა:

საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური  მიმოხილვა 2021 წ. (ქართული)

The Sustainable Development Goals Report 2020 (ინგლისური)

ტურიზმი საქართველოში 2022 წ. (ქართული)

საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წ. (ქართული)