ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

წარმატების ინტელექტუალური საფუძვლები


ემზარ ჯულაყიძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]  

ელიზბარ ბარბაქაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

[email protected]


აბსტრაქტი

ინტელექტი, ზოგადად, ადამიანის აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. როგორც წესი, მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები უფრო ნიჭიერები არიან და შესაბამისად, წარმატების მიღწევის მაღალი შანსიც უნდა ჰქონდეთ. თუმცა, უამრავი კვლევით დასტურდება, რომ წარმატების მიღწევაში გადამწყვეტია არა იმდენად ზოგადი ინტელექტი, არამედ ემოციური ინტელექტი და მასში - სოციალური კომპონენტი. საუბარია მენეჯერის იმ უნარებზე, რომლებიც საკუთარი და სხვების გრძნობების, საქციელისა და ფიქრების გაგება-გააზრებას და შესაბამის მოქმედებას გულისხმობს. ჩვენს მიერ, მცირე და საშუალო საწარმოთა 300-ზე მეტი მენეჯერის ანკეტური გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ წარმატების მიღწევაში, პერსონალურ ინტელექტზე მოდის 22%, ხოლო სოციალურზე - 78%; გავზომეთ, ასევე, „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა სოციალური ინტელექტი. ბუნებრივია, გამოიკვეთა ლიდერები. ისინი აღმოჩნდნენ ის სტუდენტები, რომლებიც მართლაც გამოირჩევიან საუკეთესო პრეზენტაბელურობით, ლოგიკური აზროვნებით და დისკუსია/დებატებში ჩართულობის მაღალი ხარისხით. გვჯერა - ისინი მართლაც მიაღწევენ დიდ წარმატებებს. კვლევამ გამოკვეთა ასევე ყველაზე ამბიციური და ყველაზე მოკრძალებული მომავალი მენეჯერები. ანუ, ისეთები რომლებიც თვლიან, რომ მათში მეტია წარმატების შანსი, ვიდრე ამას სხვები ამჩნევენ და ისეთები, რომლებშიც სხვები ხედავს უფრო მეტ შესაძლებლობას, ვიდრე ამას თვითონ გრძნობს. თუმცა, აღნიშნულის პრაქტიკულ დადასტურებას - დრო დასჭირდება.


საკვანძო სიტყვები: ემოციური ინტელექტი, სოციალური ინტელექტი, ემოციების მართვა, მენეჯერული ამბიციები
JEL: M1, M12
ციტირებისათვის:

ჯულაყიძე ე., ბარბაქაძე ე. (2023) წარმატების ინტელექტუალური საფუძვლები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები, ეკონომიკური ზრდა“. შრომების კრებული. ქუთაისის უნივერსიტეტი. გვ. 147 - 151. DOI:  https://doi.org/10.52244/c.2023.11.18



გამოყენებული ლიტერატურა:

ემოციური ინტელექტი 2019: EQ - ემოციური ინტელექტი. ROI-ჯგუფი. https://www.roigroup.ge/eq/

ჯულაყიძე ე. (2019) ლიდერობის უმნიშვნელოვანესი უნარი - სოციალური ინტელექტი. აწსუ მოამბე, № 2(14), გვ. 33-36.

ბარბაქაძე ე. (2018) მმართველობითი გადაწყვეტილების შემუშავების მეთოდოლოგიის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები (მონოგრაფია) ქუთაისი, აწსუ, 156 გვ.

ხოსიტაშვილი (2014) ნამდვილად განსაზღვრავს ინტელექტი წარმატებას? https://edu.aris.ge/news/namdvilad-gansazrvravs-inteleqti-warmatebas.html

სიმსივე ა. (2017) სოციალური ინტელექტი. http://intermedia.ge

პიტერ გ. ნორთჰაუზი. (2010) ლიდერობა: თეორია და პრაქტიკა. დასავლეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი, 375 გვ. (ქართულენოვანი გამოცემა).  http://mastsavlebeli.ge/uploads/books/10books/7.pdf