ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ადამიანური კაპიტალი და მისი როლი თანამედროვე ბიზნესში


ნარგიზა ქარქაშაძე

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]

თინათინ გუგეშაშვილი

ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]

შურა უკლება

მოწვეული სპეციალისტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]


აბსტრაქტი

სტატიის „ადამიანური კაპიტალი და მისი როლი თანამედროვე ბიზნესში“ მთავარ არსს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობისა და მისი როლის განსაზღვრა თანამედროვე ბიზნესში. ასევე ის ფაქტი, თუ როგორია მისი მნიშვნელობა ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაში. სტატიაში ასევე დახასიათებულია ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობის სამი დონე: ნანო, მიკრო და მაკროდონე, რომლებიც ქმნიან ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობის მრავალდონიან კონუსს. სტატიაში ხაზგასმულია, გლობალიზაციის პირობებში რამდენად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ცოდნის ამაღლება და იმ პროფესიონალთა ჩამოყალიბება, რომელთაც შეუძლიათ ახალი ინოვაციური პროდუქტების, ტექნოლოგიებისა და მომსახურების გამოგონებას, დანერგვასა და ინოვაციების გენერირებას, კონკრეტულად საუბარია მარკეტინგისა და მარკეტოლოგის როლზე თანამედროვე ბიზნესის განვითარებაში. სტატიაში გაანალიზებულია მსოფლიოს განათლების სისტემა და დახასიათებულია 10 ყველაზე განათლებული ქვეყანა, სადაც პირველია ადგილი უკავია სამხრეთ კორეას, ხოლო ეფექტურობის მიხედვით ყველაზე საუკეთესო განათლების სისტემა არის შვეიცარიაში, დანიაში და ა.შ. სტატიაში აღნიშნულია ასევე საქართველოს განათლების სისტემის შესახებ, რომელსაც კავკასიის რეგიონში ყველაზე საუკეთესო პოზიცია უკავია. ნაშრომში გაანალიზებულია თუ რა როლი აქვს ინვესტიციებს განათლებაში და მოცემულია სტატისტიკური მონაცემების დინამიკა 2016-2023 წლების. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია თუ ვინ არის მარკეტოლოგი და რა როლი აქვს მას ბიზნესის განვითარებაში, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ესაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია წინწაწიოს ორგანიზაციის პროდუქტები და მომსახურება, შეიმუშაოს ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიები, გაზარდონ გაყიდვები მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ხარჯზე და ამით გაამყარონ კომპანიის ფინანსური სტაბილურობა და ადგილი ბაზარზე.

ნაშრომში მოცემულია კვლევის შედეგების ანალიზი, საიდანაც ნათლად ჩანს გამოკითხული რესპოდენტების 27,3% მიაჩნიათ, რომ მარკეტოლოგის კვალიფიკაციის დონე არასახარბიელოა, ამიტომ მათი აზრით კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად ყურადღება უნდა მიექცეს:

  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების უნარების გაუმჯობესებას;
  • უცხო ენების ცოდნასა და დარგში არსებული კონკურენციის შესწავლის საკითხებს.

კვლევაში ყურადღება იყო გამახვილებული თუ რა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს დღევანდელ მარკეტოლოგებს, ამ კუთხით რესპოდენტების მოსაზრებები ასეთია:

  • საქართველოში ნაკლებად შეიძლება პრაქტიკული გამოცდილების მიღება- 9,1%;
  • მარკეტოლოგებს ხშირად არა აქვთ საკმარისი გამოცდილება - 18,5%;
  • წარმატებულ მარკეტოლოგებს კარგი ცოდნა და უნარ-ჩვევები აქვთ -18,5%.
  • დღევანდელ წარმატებულ საწარმოებში მოქმედ მარკეტოლოგებს ნამდვილად გააჩნიათ მარკეტინგის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება - 53,9%.

აღნიშნული მონაცემების ანალიზი იძლევა იმის საშუალებას გავერკვეთ რამდენად აქვს კომპანიებს ფინანსური საშუალება და სურვილი თავიანთი მარკეტოლოგები გამოცდილების მისაღებად სტაჟირებისათვის გაუშვან უცხოეთში და ამით აამაღლონ მათი კვალიფიკაციის დონე. ამასთან დაკავშირებით რესპოდენტების შეხედულებები შემდეგნაირად განაწილდა: საკმარისად -18,2%, არასაკმარისად -45,5%, ნაწილობრივ 36,4%. როგორც ჩანს კომპანიებს უჭირთ ფინანსების გაცემა აღნიშნული მიმართულებით და სწორედ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოსაზრებები დაფიქსირდა  კითხვასთან მიმართებაში, რომელიც ეხებოდა მაღალკვალიფიციური მარკეტოლოგების მომზადების საკითხში კომპანიის დაინტერესების საკითხს, რაზეც რესპოდენტების მოსაზრებები ასეთია:

  • წესით ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ რეალურად არასათანადოდ აქცევს ყურადღებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს;
  • რაც დრო გადის, კომპანიები უფრო მეტად აცნობიერებენ მარკეტინგის საჭიროებას და აუცილებლობას, ამიტომ მიჩნიათ რომ კომპანიისათვის მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა მოხდეს მუდმივი ზრუნვა;
  • წარმატებული კომპანიები დაინტერესებულია, ხოლო დანარჩენები ნაკლებად;
  • არ არის დაინტერესებული;
  • იშვიათადაა დაინტერესებული;
  • წესით საქმეზე ორიენტირებული და საღად მოაზროვნე კომპანიის მმართველი აპარატი, უნდა იყოს დაინტერესებული მარალკვალიფიციური მარკეტოლოგების მომზადების საკითხებით.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენი მოსაზრებით მიმაჩნია, რომ საუკეთესო მარკეტოლოგისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი უნარ-ჩვევების ქონა, ესენია;

  • სურვილი მუდმივად აგრძელებდეს შესწავლას ახალი მარკეტინგული სტრატეგიების;
  • იცოდეს თავისი კლიენტები და ბაზრები;
  • დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევების დემონსტრაცია;
  • გაუძლოს დიდ სამუშაო დატვირთვას;
  • შეისწავლოს და ესმოდეს მისი კონკურენტების;
  • ზუსტი და ქმედითი მიზნების დასახვის უნარი;
  • მუდმივად განავითაროს თავისი უნარ-ჩვევები.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კომპანიათა უმეტესობას ფინანსური სტაბილურობის გამყარების მიზნით სურვილი აქვთ საქმიანი ურთიერთობები ჰქონდეთ უცხოელ პარტნიორებთან, აუცილებელია მარკეტოლოგი ფლობდეს უცხო ენას B2 დონეზე.


საკვანძო სიტყვები: ადამიანური კაპიტალი, წიგნიერება, განათლების სისტემა
JEL: M31
ციტირებისათვის:

ქარქაშაძე ნ., გუგეშაშვილი თ., უკლება შ. (2023) ადამიანური კაპიტალი და მისი როლი თანამედროვე ბიზნესში. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  „ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები, ეკონომიკური ზრდა“. შრომების კრებული. ქუთაისის უნივერსიტეტი. გვ. 199 - 208. DOI:  https://doi.org/10.52244/c.2023.11.25



გამოყენებული ლიტერატურა:

ირინა მუჯირი ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია“http://research.ciu.edu.ge/uploads/files/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98.pdf

ნინო არაბული „ადამიანური კაპიტალი – ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი“  https://geoeconomics.ge/?p=13281

მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა – ქვეყნების ტოპ 10  https://old.funtime.ge.

ქვეყნების სია წიგნიერების მაჩვენებლის მიხედვით  https://vsegranituretskogo.ru/ka/teacher/samye-obrazovannye-strany-v-mire-desyat-samyh-obrazovannyh-stran/

Most Educated Countries  https://wisevoter.com/country-rankings/most-educated-countries/ 

2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში https://mes.gov.ge/index.php?lang=geo

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba

https://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=1187&title=%E1%83%9B%E1%83%.

Who is a Marketer and What is Their Role in Growing Businesses? https://emeritus.org/in/learn/what-is-marketer-and-marketer-role-in-business/

Кто такой маркетолог и чем он занимается? https://nadpo.ru/academy/blog/kto-takoy-marketolog-i-chem-on-zanimaetsya/