ირაკლი კინწურაშვილი
ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შურა უკლება
მოწვეული სპეციალისტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიას „მეგატექნიკის“ მაღაზიათა ქსელს, რომელმაც მარკეტინგისა და მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სერიოზულ წარმატებებს მიაღწია და საოჯახო ტექნიკის საქონლის ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე კომპანია გახდა.
კვლევის მიზანს წარმოადგენს აღნიშნული ფირმის მიერ გადადგმული ნაბიჯები, გამოყენებული მარკეტინგული სტრატეგიების გამოკვლევა და საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოჩენილი სიძნელეების დაძლევის გზების ძიება. ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის საჭიროა ამ სფეროში მოქმედმა კომპანიებმა განახორციელონ ისეთი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ფართო მასების საოჯახო ტექნიკით მომარაგების საქმეს, აღსანიშნავია, რომ მომხმარებლები რომლებიც შეიძენენ რომელიმე კომპანიისაგან საქონელს ან მომსახურებას შეღავათიანი პირობებით, მომავალში ანხორციელებენ განმეორებით შესყიდვას და თანდათან ხდებიან მოცემული კომპანიის მუდმივი კლიენტები.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმ მართვის თანამედროვე სისტემაზე, რამაც საშუალება მისცა აღნიშნულ კომპანიას გამხდარიყო წარმატებული. აქ საუბარია თანამშრომელთა გადამზადებისა და სახელფასო ანაზღაურების სისტემაზე, ასევე მეგატექნიკის მაღაზიებში მომუშავე პერსონალზე. ყურადღებაა გამახვილებული აგრეთვე საბარათე სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ბარათის წარმომდგენს შეუძლია ისარგებლოს დაწესებული შეღავათებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია ისიც, რომ მეგატექნიკამ ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა მომხმარებელს ონლაინ შესყიდვები და ონლაინ 0%-იანი განვადებები, რამაც ფართე გამოხმაურება ჰპოვა მომხმარებლებში.
ნაშრომში დამუშავებულია რეკომენდაციები და წინადადებები, რომელთა გათვალისწინება საშუალებას მისცემს აღნიშნულ კომპანიას კიდევ უფრო გაზარდოს გაყიდვების მოცულობა და გამოყონ კიდევ ახალი საბაზრო სეგმენტები რომელიც გააფართოვებს მეგატექნიკის საქონლით დაინტერესებულთა ბაზარს.
ი. კინწურაშვილი „მარკეტინგი“ ქუთაისი გამომცემლობა ხანძთა 2012
ი. კინწურაშვილი მარკეტინგი - საერთაშორისო მარკეტინგის პრინციპები. ქსუ - ს გამომცემლობა 2007
ი. კინწურაშვილი მარკეტინგი - „თეორია და პრაქტიკა" ქსუ- ს გამომცემლობა 1997
ფ. კოტლერი, გ. ამსტრონგი. „მარკეტინგის საფუძვლები“ თბ. 2013 მე - 14 გამოცემა.
თ.ზურაბიშვილი. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 http://old.ucss.ge/publication/012%20Tvisebrivi%20Metodebi%20Socialur%20Kvlevebshi.pdf
ფ. კოტლერი, ამსტრონგი „მარკეტინგი“ 2008
გ. შუბლაძე. „მარკეტინგის საფუძვლები“ თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“. 2009
ნ. თოდუა „მარკეტინგი“ თბილისი 2009
ა. სოხაძე „მარკეტინგი“ ქუთაისი 2011