ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

საინვესტიციო გარემოს, როგორც ეკონომიკური ზრდის ფაქტორის შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები


რამინ ცინარიძე

ბიზნესის მართვის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]

გიორგი აბუსელიძე

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

[email protected]

ლაშა ბერიძე

ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი,  წმინდა ტბელ აბუსერისძეს სასწავლო უნივერსიტეტი

[email protected]


აბსტრაქტი

ქვეყნის საინვესტიციო ურთიერთობების ოპტიმიზაციისათვის აუცილებელია საინვესტიციო საქმიანობის სწორი შეფასების სისტემის დანერგვა, სახელწიფოს მხრიდან ისეთი ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, მის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

უცხოელი ინვესტორი კაპიტალურ რესურსებს აბა­ნ­დებს მხოლოდ სტაბილური საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნებში, რომლებიც თავის მხრივ ად­გი­ლობრივი ინვესტორის ნდობითაც ხასიათდება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საინვეტიციო გარემო, რაც განსაკუთრებით აქტუალური გახდა თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე. მაშასადამე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით წარმოებული საქმიანობა წარმოადგენს გლო­ბალური ბიზნეს ურთიერთობის ფორმას, რომელიც ღია სა­ბაზრო ეკონომიკის მასტიმულირებელი ფაქტორის განუყოფელი ნაწილია.

მიუხედავად უცხოურ და ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში საინვესტიციო გარემოს არსისა და მისი შეფასების მეთოდოლოგიური საკითხების ფართოდ განხილვისა, ის განსაკუთრებით აქტუალური გახდა კოვიდ-პანდემიის კრიზისის თუ შემდეგ რუსეთ-უკრაინის საომარი კონფლიქტის შემდეგ. ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციის მიხედვით, მსოფლიო ქვეყნების ეროვნული ეკონომიკური სისტემა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მიმართულია ინვესტიციათა ნაკადების ზრდისკენ. ეს ტენდენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა პოსტკოვიდური პერიოდის ეკონომიკის რეაბილიტაცია და განვითარებისათვის. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის აუცილებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება და შესაბამისი გარემოს შექმნა, რაც განსაზღვრავს ამ პროცესის ეფექტიანობას.

კვლევის ამოცანა არის საქართველოში თანამედროვე ეტაპზე არსებული საინვესტიციო გარემოს, რო­გორც თეორიულ-მეთოდოლოგიური, ისე პრაგმატული ხასიათის ასპექტების გამოვლენა. კვლევის შედეგების საფუძველზე წინადადებებისა და რე­კო­მე­ნ­დაციების ფორმირება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში საინვეტიციო კლიმატის როლის შესახებ.

კვლევის საგანს წარმოადგენს საქართველოს მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მისი მნიშვნელობა მიმღები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. კვლევის ობიექტს წარმოადგენს საინვესტიციო კლიმატი და უცხოური ინვესტიციების როლი მისი გაუმჯობესების პროცესში.


საკვანძო სიტყვები: ინვესტიციები, საინვესტიციო გარემო, საინვესტიციო კლიმატი, ეკონომიკური განვითარება
JEL: E22; F21; G11; H54; O16; R42
DOI: 10.52244/c.2023.11.3

გამოყენებული ლიტერატურა:

Barry P. Bosworth, Susan M. Collins and Carmen M. Reinhart. (1999). Capital Flows to Developing Economies: Implications for Saving and Investment. Brookings Papers on Economic Activity, 143-180 (38 pages).

Blomstrom, M., Kokko, A. (1998). Multinational corporations and spillovers. Journal of economic Surveys, 12, 247-277.

Colen Liesbeth, Miet Maertens, Johan Swinnen. (2008). Foreign direct investment as an engine for economic growth and human development: A review of the arguments and empirical evidence. Leuven Centre for Global Governeance Studies, 70-115.

Doing Business. (2023, October 16). საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში. Retrieved from საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: https://www.economy.ge/uploads/publications/economy_6079862260fa6b33358960.32473667.pdf

Euromoney. (2023, 10 18). Euromoney - surveys. Retrieved from www.euromoney.com: https://www.euromoney.com/surveys

Tsinaridze, R., Makharadze, N. (2023). The role of foreign direct investment in the national economy and correlation analysis. Access to science, business, innovation in digital economy, ACCESS Press, https://doi.org/10.46656/access.2023.4.1(4), 41.

Tsinaridze, R., Rizhvadze G. (2023). Foreign Direct Investments in the Conditions of the COVID-19 Pandemic: Georgia-EU Relations. Innovative Economics and Management, 10(1), 48-65. https:/https://doi.org/10.46361/2449-2604.10.1.2023.48-65, 62.

Yoel Hecht, Assaf Razin, Nitzan, Gad Shinar. (2004). Interactions between capital inflows and domestic. Israel Economic Rrview Vol. 2, No. 2, 1-14.

აბესაძე, რ. (2002). ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ძირითადი შედეგები და მომავლის ამოცანები საქართველოში. თბილისი: საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრობლემები საქართველოში. ტ. II.

ბასარია, რ., მესხია ი. . (1995). გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკური პრობლემები. თბილისი.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი. (2023, October 16). გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, 2018. Retrieved from ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: https://www.economy.ge/uploads/files/2017/reitingebi/gci_2018_1_geo.pdf

დათუნაშვილი, ლ. (2000). საინვესტიციო კლიმატი საქართველოში. თბილისი: საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრობლემები საქართველოში. ტ. I.

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება. (2023, October 16). საქართველო მსოფლიო რეიტინგებში. Retrieved from ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: https://www.economy.ge/uploads/files/2017/reitingebi/2022/ratings_2022_geo_6_06_22.pdf

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2023, October 16). ინფორმაცია მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ. Retrieved from საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/621/informatsia-msheneblobaze-gatsemuli-nebartvebisa-da-ekspluatatsiashi-mighebuli-obiektebis-shesakheb

ქოქიაური ლ., ბებიაშვილი ნ. (2010). საინვესტიციო პროექტები - თეორია, ანალიზი. თბილისი: თსუ გამომცემლობა.

ქოქიაური, ლ. (2017). უცხოური ინვესტიციები. თბილისი: საფინანსო- საივესტიციო პოლიტიკისა და სტრატეგიის ფონდი.