ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის რეფორმის გამოწვევები საქართველოში: დამსაქმებლებზე და დასაქმებულებზე გავლენის ანალიზი


მიხეილი ჯიქიძე, თამილა ნუცუბიძე


აბსტრაქტი

კვლევის ძირითადი მიზანია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების რეფორმის გამოწვევების და ეკონომიკაზე მისი გავლენის შესწავლა. ნაშრომში წარმოდგენილია სამეცნიერო და ანალიტიკური ლიტერატურის მიმოხილვა, შესწავლილია საქართველოს საპენსიო სისტემის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა, და საპენსიო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ასევე, განხილულია სტატისტიკური მონაცემები საპენსიო რეფორმის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზის და შეფასების წარმოების მიზნით. სტატიის მიზანია გაამახვილოს ყურადღება რეფორმის გავლენაზე დამსაქმებლებზე და დასაქმებულებზე საქართველოში. ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების განვითარება არის მნიშვნელოვანი მრავალ-სვეტიანი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებისათვის საქართველოში. მიუხედავად იმისა რომ, ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების განვითარებას საქართველოშო აქვს  პოტენციალი, რეფორმის საწყის ეტაპზე, აღნიშნული სქემები ძირითადად ხელმისაწვდომი იქნება მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და შესაბამისად, მაღალი შემოსავლების მქონე დასაქმებულთათვის.  შედეგად, ყურადღების გარეშე რჩებიან დაბალ და საშუალო შემოსავლიანი დასქმებულები და მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. აღნიშნული ფაქტორი განსაკუთრებულად უნდა ახდენდეს გავლენას სახელმწიფო პოლიტიკაზე რათა ხელი შეეწყოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების დინამიურ განვითარებას საქართველოში.


საკვანძო სიტყვები: ფინანსური მომსახურება, ნებაყოფლობითი პენსია, საპენსიო რეფორმა
JEL: I38; H55
DOI: 10.52244/c.2024.11.22

გამოყენებული ლიტერატურა:

Rochlitz, Kathrin, 2015. “Net Pension Replacement Rates.” GES-IFO DICE Report 2 / June, pp. 70-72, Munich, Germany.

Rudolph, Heinz P., Pension Funds with Automatic Enrollment Schemes: Lessons for Emerging Economies (February 5, 2019). World Bank Policy Research Working Paper No. 8726

Schwarz, Anita, Omar S. Arias, et al. 2014. “The Inverting Pyramid: Pension Systems Facing Demographic Challenges in Europe and Central Asia.” Europe and Central Asia Reports. Washington, DC: The World Bank.

"ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ". საკანონმდებლო მაცნე: კანონი

"ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ". საქართველოს პარლამენტი, 2023. კანონპროექტი

დაგროვებითი საპენსიო სისტემა და მისი გამოწვევები. Eugeorgia.info,  2016.  http://eugeorgia.info/ka/article/493/dagrovebiti-sapensio-sistema-da-misi-gamowvevebi/.

დევდარიანი, დ., დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ანალიზი, https://idfi.ge/ge/analysis-of-accumulative-pension-system

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური, 2023 საპენსიო სქემები, სტატისტიკა.

საქართველოს პარლამენტი, მედია და საზოგადოება: 11 მაისი 2023.

საქართველოს საპენსიო რეფორმა: რეგულირების გავლენის ანალიზი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2017.  თბილისი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024. სამუშაო ძალა და დასაქმება. 

ჯიქიძე მიხეილი, 2024. „საპენსიო რეფორმა საქართველოში: ნებაყოფლობითი კერძო პენსიის დანერგვის შესაძლებლობების ანალიზი“, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისი.