ციცინო დავითულიანი, ფიქრია ჯინჯიხაძე
ტურისტული რესურსების მქონე მსოფლიოს ქვეყნები ცდილობენ შექმნან ისეთი ინოვაციური, უნიკალური და მიმზიდველი ტურისტული პროდუქტი, რომლითაც უზრუნველყოფენ ქვეყნის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურისტულ ბიზნესში გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების დანერგვა ხელს უწყობს უფრო ეფექტურ მენეჯმენტს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ტურიზმის მზარდი გლობალიზაციისა და დიგიტალიზაციის პირობებში, GIS-ის გამოყენება ხდება არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელი ამ სფეროში წარმატებული განვითარებისთვის.
ტურიზმის ინდუსტრიაში ინოვაციები მიმართული უნდა იყოს ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნაზე, ასევე მენეჯმენტის ახალი მეთოდების გამოყენებასა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათ შორის GIS-ის აქტიურ გამოყენებაზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ფასებს ტურისტულ პროდუქტებზე და შესაბამისად გაზრდის კონკურენტუნარიანობას, ტუროპერატორების ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ შევეცადეთ GIS –ების გამოყენებით შეგვექმნა ტურისტებისათვის ნაკლებად ცნობილი მდინარე რიონის ტერასების საფეხმავლო მარშრუტის რუკა ქალაქ ქუთაისის ფარგლებში და ვიმედოვნებთ, რომ ამით დახმარებას გავუწევთ აღნიშნული მარშრუტით დაინტერესებულ ვიზიტორებს.
ჩხეიძე ო., (2024) – ქუთაისის და მისი მიდამოების ტურისტულ–საექსკურსიო გეოგრაფიული მარშრუტები. ქუთაისი. გვ.15–17
Jonida Rafuna, Aroma Sylhasi , (2024) – Creation of a tourist map using GIS applications for the municipality of Gjakova. https://www.researchgate.net/publication/380461516_Creation_of_a_tourist_map_using_GIS_applications_for_the_municipality_of_Gjakova (გადამოწმებულია 12.09.24)
Viktoriia Lepetiuk, (2020) - Cartographic analysis of tourist attractive regions using GIS technologies. Geodesy and Cartography. Volume 46 Issue 4: 188–193 https://doi.org/10.3846/gac.2020.1177 . (გადამოწმებულია 9.09.24)