ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

ტრადიციული ცხოვრების წესის ეკონომიკური საფუძვლები და თანამედროვეობა საქართველოში


დავით შავიანიძეგიორგი ღავთაძე


აბსტრაქტი

სამსჯელოდ გამოგვაქვს საკითხი თემსა და პიროვნებას შორის ეკონომიკური ურთიერთმიმართებისა და შესაბამისი მდგომარეობის (/„მეტ-ნაკლებად მოსრულებული ყოფა“) შესახებ. საკითხს განვიხილავთ სამცხე-ჯავახეთში, კერძოდ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ადიგენი, ზარზმა, კახარეთი, ლელოვანი, ზანავი, უდე, არალი) მოძიებული ეთნოგრაფიული მასალების ანალიზით, რომელთა მიხედვით, „ეკონომიკური სახსრიანობის“ მომტან, სამეურნეო და სხვა სახის პრაქტიკული საქმიანობის სახელად „ხალხური პოლიტიკა“ დასტურდება. სახელდების, ტერმინის შექმნის ხელოვნება ეთნოსის მკვიდრთა ერთგვარი ბუნებრივი მახასიათებელია. იგი მეტადრე მაშინ მუშაობს, როცა ამის საჭიროებას გკარნახობს შენი ერის თავზე მოწევნილი მდგომარეობა, სამეურნეო-ყოფითი საჭიროებები. დავძენთ, რომ ეკონომიკური შინაარსის ტერმინები იქმნებოდა და ფეხს იკიდებდა მოსახლეობაში, მათი ეთნიკური, რელიგიური კუთვნილებისა, თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად. ასე იყო სამცხე-ჯავახეთშიც, როგორც ამ მხრივ საკმაოდ განსხვავებულ მრავალეროვან თემთა ერთობლიობაში. აღნიშნული დასტურდება ეთნოგრაფიულ-ყოფითი და ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი საშუალება-მიდგომების კვლევით. იგივე ითქმის კონკრეტული ერისა თუ ეთნოსის შიგნით არსებულ მდგომარეობაზეც, რაზეც გავლენას ახდენდა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და ყოფითი პროცესები. სამცხე ჯავახეთშიც, ზემოაღწერილის მსგავსი ვითარება, ფაქტობრივად, განპირობებელი იყო ადგილობრივი თემის მკვიდრ ქართველ კათოლიკეთა, მართლმადიდებელთა და საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული ერთეულებიდან ჩასახლებულ მუსულმან ქართველთა (კერძოდ კი, აჭარელთა), საერთო თვითშეგნებით, მსოფლმხედველობითა და აღნიშნულიდან მომდინარე რწმენით და ტრადიციული ცოდნით გაჯერებული ცხოვრების წესით (/„ხალხის პოლიტიკა“). წარმოდგენილი ნაშრომის ფარგლებში მიღებულია კიდევ ერთი დასკვნა - „მარტივად უფრო მეტის მიღების შესაძლებლობის ძიებასთან“ დაკავშირებით, რაც ყველა ერისათვის იყო დამახასიათებელი, ყოველთვის. შესაბამისი ქმედებების ამსახველი მასალების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მომთხრობი ტერმინ-ტოპონიმები („მორიდება“, „დასახლდა“, „ღაზლი“, „მანქანას ავყევი“, „პარტიელები“, „თავკაცს ხარჯი ეკავა ხელში“, „მედიცინური ცოდნა“...) მრავლად იძებნება სამცხე-ჯავახეთში. საინტერესო დასკვნების გაკეთება გახდა შესაძლებელი ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ „საერთო სიკეთეებსა“ და გაზიარებულ პასუხიმგებლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ქმნიდნენ ეროვნული, მენტალური, სოციალური, თუ ჰუმანური მდგენელების მქონე, მოტივირებული ქმედებები. თემის თითოეულ წევრს გააჩნდა თანაბარი (ან, მის მიერ საერთო საქმისთვის გაღებული კონტრიბუციის პროპორციული) უფლება და წვდომა მსგავს სიკეთეზე, რაც საკმაოდ მძლავრი ეკონომიკური შედეგის მომტანი იყო და, ფაქტობრივად, ლოკალური საზოგადოების წიაღში მიღებულ სინერგიულ ეფექტს ქმნიდა. სინამდვილის ამსახველი სანდო ეთნოგრაფიული მასალები უდიდეს სივრცეს ტოვებს ეკონომიკური კვლევის თვალსაზრისით. ავტორები მომავალშიც აპირებენ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალების მოპოვებასა და ანალიზს, რაც მნიშვნელოვან შედეგს მოგვცემს თანამედროვე გლობალურ სამყაროში მიმდინარე პროცესების ეროვნულ-ტრადიციულ ჭრილში გააზრებისა და საქართველოს რეალობაში უმტკვნეულოდ „გადმოთარგმნის“ შესაძლებლობათა გაფართოებისათვის.


საკვანძო სიტყვები: ხალხის პოლიტიკა, ეკონომიკური სახსარი, ეთნო-ეკონომიკა, სოფლის დაცლა, გაზიარებული პასუხისმგებლობა
JEL: N30
DOI: 10.52244/c.2024.11.25

გამოყენებული ლიტერატურა:

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოგრაფიული ექსპედიციების მასალები

თოფჩიშვილი რ. (2006). საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია, თბილისი, გვ.65-67

თოფჩიშვილი რ. (2010). საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია საერთო რედაქციით. თბილისი, გვ. 76-83

კენი  ო. (2023) ოქროს საწმისის ქვეყანაში, დამოუკიდებელ, მენშევიკურ საქართველოში. თბილისი;

ღავთაძე გ. (2015). სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისა და სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები საქართველოში, ჟ. უნივერსიტეტის მოამბე აწსუ ხელმისაწვდომია: https://moambe.atsu.edu.ge/ge/article/156  [უკანასკნელად გადამოწმდა 14.07.2024]

შავიანიძე დ., კაშია რ., ხაჭაპურიძე რ (2009). ეთნოისტორიული კვლევები. ქუთაისი 2009

შავიანიძე დ. ქართველურ და თურქულ ეთნოკულტურათა შერევისათვის (მესხეთიდან დეპორტირებულთა გვარსახელების ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით).

ჰარალე იბერიის სამეფოს მთავარ ღმერთთა პანთეონის გამორჩეული წევრია (https://intermedia.ge/სტატია/111191-ქართული-მითოლოგია-ჰარალე/89/)