ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

სახელმწიფოს მონეტარული და არამონეტარული ინსტრუმენტები აგრარული წარმოების ეფექტიანობის ამაღლებისათვის


იოსებ არჩვაძე


აბსტრაქტი

სოფლის მეურნეობა ეროვნული მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგი და იმავდროულად, ეკონომიკის დანარჩენი დარგების განვითარების პირობებისა და დინამიზმის მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი ფაქტორია. თავის მხრივ, ამ დარგის მდგომარეობას, განვითარების დინამიზმს სამი უმნიშვნელოვანესი გარემოება განსაზღვრავს:

ა) წარმოების წესი (წარმოების ფაქტორების ერთმანეთთან დაკავშირების, ურთიერთობის ფორმა);

ბ) ეროვნული მეურნეობის აღნიშნული დარგის (სექტორის) ამოცანების, პოტენციალისა და განვითარების მიმართულება და

გ) შესაბამისი ფინანსური რესურსები.

თუ რომელიმე დასახელებულ ფაქტორთაგან არ პასუხობს დროის მოთხოვნებს, არ შეესაბამება მათ, საქმიანობა აღნიშნულ სფეროში დაბალეფექტიანი რჩება და დარგს ქრონიკული ჩამორჩენა და სტაგნაცია ემუქრება. თეზისი, რომ ეროვნული მეურნეობის ფაქტობრივად ყველა დარგი სახელმწიფოს მხრიდან საჭიროებს არა მარტო რეგულაციებს, არამედ ამა თუ იმ ზომით ფინანსურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით აქტუალურია სოფლის მეურნეობისათვის, სადაც, ადგილი აქვს, ერთი მხრივ, ისტორიულ ჩამორჩენას შრომის ფონდშეიარაღების, ტექნიკური აღჭურვილობის, მწარმოებლურობის ხაზით, მეორე მხრივ კი წარმოების საბოლოო შედეგების დიდწილად  ბუნებრივ-კლიმატური პირობებით განპირობებულობას. ეკონომიკისადმი, მისი ცალკეული დარგებისა თუ სექტორებისადმი სახელმწიფო მხარდაჭერა ატარებს როგორც მონეტარულ (ასიგნებები, სუბსიდირება, სისტემატური და ერთდროული ტრანსფერები სტიქიური უბედურებების თუ სხვა ფორს-მაჟორული გარემოებებით გამოწვეული ზარალის დასაფარად და სხვ.), ისე არამონეტარულ (სამართლებრივი რეგულირება, საგადასახადო რეჟიმი, პრეფერენციები რეგიონალური თუ წარმოების ცალკეული სახეობების/პროფილის მიხედვით, მწარმოებლების, ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი პროგრამები და ა.შ.) ფორმებს.  ამასთან, ისე არ უნდა გავიგოთ, რომ არსებობს ხისტი წყალგამყოფი ხაზი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ხსენებულ ფორმებს შორის. მაგალითად, აგრარული სექტორის მხარდამჭერი ზოგიერთი პროგრამა (მაგ., „აწარმოე საქართველოში“ და სხვ.) ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან საბანკო კრედიტის პროცენტის დაფარვაში აქტიურ თანამონაწილეობას. სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის თითოეული ასეთი  ფორმის საბოლოო მიზანი აგრარული სექტორის ეფექტიანობის ამაღლება, ამ სფეროში დასაქმებულთა მაღალი მოტივაციის უზრუნველყოფა და სოფლად ცხოვრების პირობების არსებითი გაუმჯობესებაა.


საკვანძო სიტყვები: აგრარული სექტორი, აგროსასურსათო პროდუქცია, სახელმწიფოს მონეტარული და არამონეტარული ინსტრუმენტები, სათემო კოოპერაცია, სასურსათო უსაფრთხოება.
JEL: E63; Q18
DOI: 10.52244/c.2024.11.26

გამოყენებული ლიტერატურა:

არჩვაძე ი., თალაკვაძე გ., კოღუაშვილი პ. მარადიული ქართული სოფელი. თბილისი, „მერიდიანი“, 2024.

არჩვაძე ი., კოღუაშვილი პ. საქართველოს სოფლის მეურნეობა თანამედროვე გამოწვევების წინაშე. „ეკონომიკა და ბიზნესი”, N3, 2020,

არჩვაძე ი., კოღუაშვილი პ., რამიშვილი ბ.  სასურსათო უშიშროება ეფექტიან აგროსასურსათო პოლიტიკას ეფუძნება.        თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული XIII. - თბილისი, 2020, გვ.  682-700.

არჩვაძე ი., კოღუაშვილი პ.. სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში 2010-2023 წლებში. - Agronews.ge, 23.07.2024

ასათიანი რ., კოღუაშვილი პ. საქართველოს სოფლის მეურნეობა - გამოწვევები და პერსპექტივები. მონოგრაფია, თბილისი, 2023

საქართველოს სოფლის მეურნეობა 2023. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.  2024.

საქართველოს სოფლის მეურნეობა: ტრანსფორმაცია და განვითარების ბოლო ათწლეულის ტენდენციები, მონოგრაფია, თბილისი, საქართველოს პარლამენტი, 2023;

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. – geostat.ge.