მარიამ ამბროლაძე
ტელემედიცინა წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემაში შედარებით ახალ მიმართულებას, რომელიც თანამედროვე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, სამედიცინო სერვისების დისტანციურად მიწოდების შესაძლებლობას იძლევა. Covid-19 პანდემიამ ზემოთ ხსენებული მიმართულების აქტუალურობა, უპირატესობა და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ეფექტურობა საკმაოდ ცხადად დაგვანახა და მეტ-ნაკლებად დააჩქარა ტელემედიცინის განვითარებისა და აქტიურ სამუშაო პროცესში დანერგვის საჭიროების როგორც განხილვა ასევე ეტაპობრივი განხორციელება. ზემოხსენებულ ფაქტს ადასტურებს სახელმწიფოს მიერ ტელემედიცინის პრიორიტეტულ საკითხთა სიაში შეტანა. ხშირად საჭირო სამედიცინო სერვისის მიღებას ართულებს მთელი რიგი შემაფერხებელი ფაქტორები, ისეთი როგორიცაა ექიმთა გადატვირთული გრაფიკი, პაციენტთა გრძელი სიები და გეოგრაფიული ბარიერი და აშ. ამ მხრივ, ტელემედიცინა ექიმთან მარტივად დაკავშირების და ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროულად მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე დისტანციური კონსულტაციები ამცირებს ჩვეული კლინიკური პრაქტიკის თანდაყოლილ პირდაპირ და სოციალურ ხარჯებს და ზრდის სამედიცინო სერვისებზე თანასწორ ხელმისაწვდომობას. მით უფრო, პენიტენციური დაწესებულებებისთვის მსგავს მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა თითქმის არ არსებობს, მაშინ, როდესაც მისი საჭიროება ყველაზე არსებითი შესაძლოა სწორედ ასეთი დაწესებულებებისთვის იყოს, სპეციფიკის გათვალისწინებით. ტელემედიცინის, როგორც თანამედროვე, ინოვაციური სერვისის დანერგვა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფს დროული, მულტიდისციპლინური, ხარჯეფექტური და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. დაწესებულებაში ტელემედიცინის დანერგვა შესაძლებელს გახდის ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, თავიდან ააცილებს დაწესებულებას არასაჭირო ჰოსპიტალიზაციას, დაუზოგავს ფინანსურ და ადამიანურ რესურსს. მიუხედავად დადებითი მხარეებისა არსებობს გარკვეული რისკები და ბარიერები, რომელთა განსაზღვრასა და აღმოფხვრის გზების პოვნას ემსახურება ზემოხსენებული კვლევა. კერძოდ, სამედიცინო სერვისის დისტანციურად მიწოდება ხომ არ ამცირებს მომსახურების ხარისხს? არსებობს თუ არა მზაობა ექიმების მხრიდან ? სამედიცინო პერსონალის მზაობის შემთხვევაში, რამდენად შეესაბამება მათი უნარ-ჩვევები მისაწოდებელი სერვისის მოთხოვნებს? დისტანციური სამედიცინო მომსახურების მიმართ როგორია პენიტენციური სისტემის ბენეფიციარების მზაობის ხარისხი? რა გამოწვევები არსებობს ამ სერვისთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში როგორც საქართველოში ისე ევროპაში?
საქართველოს მთავრობა/. (2022). ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”. 03/11/2022. https://matsne.gov.ge/ka/document/view/5604706?publication=0
საქართველოს პარლამენტი. (2023). საქართველოს კანონი საექიმო საქმიანობის შესახებ.
საქართველოს 0რესპუბლიკის პარლამენტი. (1995). საქართველოს კონსტიტუცია | სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36
Edge, C., George, J., Black, G., Gallagher, M., Ala, A., Patel, S., Edwards, S., & Hayward, A. (2020). Protocol: Using telemedicine to improve access, cost and quality of secondary care for people in prison in England: a hybrid type 2 implementation effectiveness study. BMJ Open, 10(2). https://doi.org/10.1136/BMJOPEN-2019-035837
federal communication commision, /. (n.d.). Telehealth, Telemedicine, and Telecare: What’s What? | Federal Communications Commission. Retrieved January 18, 2024, from https://www.fcc.gov/general/telehealth-telemedicine-and-telecare-whats-what
https://redmed.ge/. (n.d.). REDMED. Retrieved January 21, 2024, from https://redmed.ge/main?selectedLanguage=ka
International Society for Telemedicine & eHealth. (n.d.). About | ISfTeH - International Society for Telemedicine & eHealth. Retrieved September 11, 2024, from https://www.isfteh.org/about
Khairat, S., Wallace, E., Bohlmann, A., Zebrowski, A., Stabile, K., Yao, Y., Lakdawala, A., Edson, B., & Catlett, T. (2022). Digital Health Experiences of Incarcerated Populations Using Telemedicine in North Carolina Prisons. Journal of Patient Experience, 9. https://doi.org/10.1177/23743735221092611
Lucas, J. W., & Villarroel, M. A. (2022). Telemedicine Use Among Adults: United States, 2021. NCHS Data Brief, 445, 1–8.
Mateo Soler, M., Álvarez, R., Cobo, C., Pallas, J. R., López, A. M., & Gaite, L. (2019). Telemedicine: contributions, difficulties and key factors for implementation in the prison setting. Revista Española de Sanidad Penitenciaria, 21(2), 95. https://doi.org/10.4321/S1575-06202019000200005
Messa, H., Mülle, T., Richter, L., & Silberzahn, T. (2021). Germany’s e-health transformation makes uneven progress | McKinsey. https://www.mckinsey.com/industries/life-sciences/our-insights/germanys-ehealth-transformation-makes-good-but-uneven-progress
The American Telemedicine Association. (n.d.). About Us - ATA. Retrieved September 11, 2024, from https://www.americantelemed.org/about-us/