გოდერძი შანიძე
ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის დაწყებისა და განვითარებისთვის აუცილებელია მიმზიდველი, სრულყოფილი საგადასახადო სისტემა, საგადასახადო სისტემის ფორმირება და განახლება მუდმივად უნდა ხდებოდეს და შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო საგადასახადო პრაქტიკასთან, უნდა იყოს დაახლოვებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ა.შ. სახელმწიფო ბიზნესის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავს, მათ შორის საგადასახადო შეღავათებს. სახელმწიფოს საგრანტო პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ახალი ბიზნესების განვითარების მიმართულებით, გაფართოვდა არსებული ბიზნესები და დასაქმდა ადგილობრივი მუშახელი. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის 2023 წლის რაუნდის საგრანტო პროგრამას 1 176 გამარჯვებული ჰყავს. 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 8 ათასზე მეტი პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობა 116 მილიონს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 21 000-ს სცდება. მთელი რიგი ბიზნეს მიმართულების განვითარებისათვის, აუცილებელია ექსპორტის სტიმულირება და ახალი ბაზრების მოძიება. მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება შესაბამისი დოზით სააგენტოს საქმიანობის, ფუნქციების შესახებ, მოსახლეობის ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას ქვეყნის საგრანტო პროგრამების შესახებ, რაც მთავარია, აუცილებელია, რომ სააგენტოს საქმიანობა, დაფინანსების პროცესები იყოს კიდევ უფრო გამჭვირვალე, ვინაიდან, როგორც კვლევამ აჩვენა მეწარმე სუბიექტებში დიდია უნდობლობა სააგენტოს მიმართ, რადგან ფიქრობენ, რომ რიგ შემთხვევებში არასტაბილური, არარეალური ბიზნეს იდეების დაფინანსება ხდება და ამის ხარჯზე ზარალდება რეალური მეწარმე და რეალური ბიზნეს იდეა. ამ ყველაფრის რეგულირება კი ისევ სახელმწიფოს აუცილებელი საქმიანობაა. კვლევის შედეგად ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ყველაზე მეტად პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები/რეკომენდაციები:
1. მეწარმეების სათანადო ინფორმირებულობის დონის ამაღლება;
2. პროექტის ფინანსური ნაწილის აუდიტი და ოპტიმიზაცია;
3. ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების გამჭირვალობის დონის ამაღლება;
4. ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების მიმართ ნდობის ამაღლება;
საქართველოს მთავრობა ქვეყნის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისას და ეკონომიკური განვითარების პროგრამის შედგენისას, განსაკუთრებულ და პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს და მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, დახვეწას, მაქსიმალურად დაახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან, რაც გამოიწვევს მცირე და საშუალო საწარმოების ზრდას და განვითარებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. https://www.economy.ge/
აწარმოე საქართველოში https://www.businessinsider.ge/ka/atsarmoe-sakartveloshi-mikro-da-mtsire-metsarmeobis-khelshetsqobis-sagranto-programis-gamarjvebulebi-gamovlindnen
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka /