გურამ უფლისაშვილი, პაატა კლდიაშვილი
საგადასახადო ამნისტია საგადასახადო პოლიტიკის ძალიან ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს. იგი გამოიყენება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, ვადაგადაცილებული ვალების ტვირთის მოსახსნელად, ჩრდილოვანი კაპიტალის ლეგალიზაციისთვის. საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ საგადასახადო ამნისტიის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული უარყოფითი შედეგებიც. ნაშრომში განხილულია საქართველოში განხორციელებული საგადასახადო ამნისტიის მასშტაბური ღონისძიებები წინა პერიოდებში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიმართულებით. საგადასახადო ამნისტია, განსაკუთრებით განმეორებითი ამნისტია, არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს შორის ქმნის არაკონკურენტულ გარემოს და დესტრუქციულ მოლოდინებს. შედეგად, გადასახადის გადამხდელთა ქცევის მოდელი არასწორი მიმართულებით გარდაიქმნება. აღნიშნული ტენდენციები საქართველოს მაგალითზე სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგებმაც დაადასტურა. საჭიროდ მიგვაჩნია საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის გაძლიერება, რითაც შემცირდება ახალი საგადასახადო ამნისტიების შესაძლებლობა. აუცილებელია ისეთი პრევენციული მექანიზმების შექმნა, რომელიც გამორიცხავს გადაუხდელი გადასახადების დაგროვებას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ, IMF) ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტი, „საგადასახადო ადმინისტრაციის“ დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტით“ (TADAT) საქართველოს საგადასახადო სისტემის შეფასების ანგარიში, 2016. URL: https://www.imf.org/~/media/Websites/IMF/imported-publications/external/lang/Georgian/pubs/ft/scr/2016/_cr16283ge.ashx (ხელმისაწვდომია 23.09.2024);
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ, IMF) ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტი, „საგადასახადო ადმინისტრაციის“ დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტით“ (TADAT) საქართველოს საგადასახადო სისტემის შეფასების ანგარიში, 2021. URL: https://www.rs.ge/Media/Default/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/other/TADAT%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%202020%20(%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98).pdf (ხელმისაწვდომია 23.09.2024);
საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კოდიფიცირებული) (სსკ), URL: http://taxinfo.ge/index.php?option=com_content&task=view&id=8700&Itemid=82 (ხელმისაწვდომია 23.09.2024);
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წლიური ანგარიშები, URL: https://rs.ge/AboutUs?cat=5&tab=1 (ხელმისაწვდომია 23.09.2024);
უფლისაშვილი, გ. (2021). საქართველოს საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის ზოგიერთი პრობლემატური საკითხი, “ეკონომიკური პროფილი”, ტომი 16, 1 (21), 2021, URL: http://economicprofile.org/pdf/f903b66020df2dc2f852e4afc70ebe3b.pdf; (ხელმისაწვდომია 23.09.2024);
საგადასახადო სისტემა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული გვერდი, https://www.mof.ge/sagadasaxado_sistema. (ხელმისაწვდომია 23.09.2024);
რატომ ცხადდება საგადასახადო ამნისტია? - ფინანსთა მინისტრის განმარტება, ბიზნეს მედია, 08.04.2024, https://bm.ge/news/ratom-tskhaddeba-sagadasakhado-amnistia-finansta-ministris-ganmarteba (ხელმისაწვდომია 23.09.2024);
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. 12.07.2024, https://www.rs.ge/NewsArchive?newsId=1312 (ხელმისაწვდომია 23.09.2024);
ფინანსთა მინისტრის პასუხი დეპუტატს, ბიზნეს მედია, 26.04.2024, https://bm.ge/news/2014-2024-tslebshi-gel3-mlrd-ze-meti-sagadasakhado-davalianeba-chamoitsera-finansta-ministris-pasukhi-deputats (ხელმისაწვდომია 23.09.2024);