💥 საჯარო ლექცია - მავნე დამოკიდებულებები და არჩევანის თავისუფლება
👨💻 ნინო ქარსელაძე - ქუთაისის უნივერსიტეტის, სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახური - ფსიქოლოგი
📍 19 დეკემბერი, 14:00
ქუთაისის უნივერსიტეტი, თავისუფალი სივრცე (ოთახი #201)
🔵 მავნე დამოკიდებულებები, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებების მიღება, აზარტული თამაშები, ალკოჰოლის ავად მოხმარება და სხვა, დღეისათვის ფართოდ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით.
🔵ადიქციას არ აქვს მკვეთრად გამოხატული მინიმალური და მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი, მავნე დამოკიდებული შეიძლება გახდეს, როგორც არასრულწლოვანი, ისე ზრდასრული ადამიანი.
🔵სიანტერესოა, რამდენად არის ეს მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და არჩევანის თავისუფლების გამომხატველი აქტი? თუ შესაძლოა რისკებისა და პრობლემის თავიდან არიდება, რა შეიძლება გაკეთდეს ამისათვის სახელმწიფოს/საზოგადოების მხრიდან?
#UNIK #uniktalk