ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ტრენინგი - ბაზრის კვლევის თანამედროვე მეთოდოლოგია

ქუთაისის უნივერსიტეტი პროექტ რურდის (უნივერსიტეტები როლი რეგიონალური განვითარებისთვის https://rurd.atsu.edu.ge/ ) წარმოგიდგენთ უწყვეტი განათლების (LLL Courses) კურსების სერიას, რომელიც მოიცავს ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, როგორც კერძო ასევე საჯარო ორგანიზაციების განვითარებისთვის და მათი წარმატებული ფუნქციონირებისათვის.  

ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტი წარმოადგენს დაინტერესებული საზოგადოებისთვის ისეთი თემების შესახებ ტრენინგებს, როგორიცაა:

  • მედიაცია ბიზნესისთვის;
  • ბაზრის კვლევის თანამედროვე მეთოდები;
  • ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება და სამოქმედო გეგმის შედგენა;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა.

ღონისძიების ორგანიზატორია UNIK • ქუთაისის უნივერსიტეტი  Kutaisi University

პროექტის ფარგლებში 23 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება ტრენინგი -  ბაზრის კვლევის თანამედროვე მეთოდები. შეხვედრას გაუძღვება, ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი.

ტრენინგზე განვიხილავთ ისეთ თემებს, როგორიცაა:

  • სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირება;
  • ბაზრის კვლევის შედეგად მიზნობრივი კითხვარების შემუშავება;
  • SMART მიზნები; SWOT ანალიზის შექმნა.

 

ტრენინგი ჩატარდება ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში;

ტრენინგზე სარეგისტრაციო ლინკი: rb.gy/kuxiof

ვებინარზე დასასწრები ZOOM-ის ლინკი გადმოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მეილზე;

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2022 წლის 22 ივნისი;

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ: +995 (431) 23 79 79 (350); [email protected].