ეროვნული გამოცდები ახლოვდება, გადავწყვიტეთ აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრა და პროფესიონალებისგან მოგვესმინა, როგორ შეიძლება წინასაგამოცდოდ სტრესის დაძლევა.
შეხვედრაზე ფსიქოლოგები ბაია კუბლაშვილი და ნინო ქარსელაძე ისაუბრებენ სტრესის მართვის სხვადასხვა მეთოდებზე და აბიტურიენტებს მისცემენ რჩევებს გამოცდის წინ, ემოციების ეფექტური მართვისთვის.
მეორე ნაწილი დაეთმობა დისკუსიას.
შეხვედრის დროს, ასევე განხილული იქნება ყველა ის სიახლე რასაც ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს და ამის შესახებ ჩვენი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია მოგვიყვება.
შეხვედრა დაორგანიზდა "ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეული“-ს ფარგლებში.
მსურველებმა ყურადღებით გაეცანით დეტალებს და დარეგისტრირდით ბმულზე:rb.gy/b6lhow
ვებინარის ჩატარების დრო: 23 ივნისი, 19:00 საათი
ვებინარზე დასასწრები ZOOM-ის ლინკი გაზიარდება თქვენ მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2022 წლის 22 ივნისი
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ: +995 (431) 23 79 79 (350); [email protected].