ქუთაისის უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს 2 ივლისს, 12:00 საათზე ღია კარის დღეზე იწვევს. სტუმრები უნივერსიტეტის შეთავაზებების, პროგრამებისა და უპირატესობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. მათ ასევე საშუალება ექნებათ საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად გაეცნონ უნივერსიტეტის გარემოს, ასევე გაცვლითი პროგრამებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
ღია კარის დღეს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტეის დეკანი, თეონა გრიგოლაშვილი გაუძღვება.
ქუთაისის უნივერსიტეტში გელით:
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები – 2250 ლარი
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები - 2250 ლარი
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა:
დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა
სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა:
ეკონომიკა