ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

დისკუსია - დემოკრატია და სამოქალაქო პასუხისმგებლობა

21 ივლისს 15:00 საათზე, ქუთაისის უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართება თემაზე-დემოკრატია და სამოქალაქო პასუხისმგებლობა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალი პროექტი - დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში [Fostering Democratic Citizenship in Georgia]. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის დისკუსიების გამართვა სტუდენტებთან..

სტუდენტებთან გასამართი დისკუსიების მთავარი განსახილველი თემა დემოკრატია და მოქალაქეობა იქნება.

დისკუსიებს პოლიტიკის მკვლევარები ალექსანდრე დავითაშვილი და სანდრო მეგრელიშვილი წაიყვანენ.

ლექციაზე, საუბარი გაიმართება დემოკრატიის გაგებაზე, მის უპირატესობებსა და მნიშვნელობაზე; თანამედროვე დემოკრატიაში მოქალაქის უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე.

გთხოვთ, მოინიშნოთ შეხვედრა თქვენს კალენდარში და მობრძანდეთ დისკუსიაზე.