ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე რომანის "ბნელია გზა-პირველყოფილი წყვდიადის“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ავტორი გიორგი ხარაიშვილი წარადგენს.
წიგნი 2022 წლის ლიტერატურული კონკურსი "საბა"-ს მიერ ნომინირებული იყო, როგორც "წლის საუკეთესო რომანი".
საჯარო განხილვის შემდეგ, ინტელექტუალური სამაგიდო თამაშების კლუბ "Summer Set Kutaisi"-ის პრეზენტაციაც გაიმართება, ასევე მოხდება იმ სერვისების გაცნობა, რაც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის იქნება ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი.