18 ოქტომბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ საინფორმაციო კვირეული იხსნება.
საინფორმაციო კვირეული "გზამკვლევი მომავლისთვის", რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტი და რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი" ერთობლივად ახორციელებს, 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ევროკავშირისა და ნატო-ს შესახებ საინფორმაციო კვირეულის მონაწილეები ყოველდღიურად შეხვდებიან სხვადასხვა დარგის ექსპერტებს და ვებინარის ფორმატში განიხილავენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და ჩვენი ქვეყნის დასავლურ ორგანიზაციებთან ინტეგრაციის პერსეპექტივებსა და გამოწვევებს.
--
კვირეულის პროგრამა:
თემა: საბჭოთა ოკუპაცია. ფილმის ჩვენება- „დახვრეტილთა სასაფლაო“
თემა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება; კანდიდატის წევრობის განაცხადი და არსებული გამოწვევები
თემა: ნატო - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი
თემა: კიბერუსაფრთხოება და თანამედროვე გამოწვევები
▫️თემა: საქართველო და რუსეთი
21 ოქტომბერს საინფორმაციო კვირეულის მონაწილეებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.