ტელეფონი+995 (431) 23 79 79

ელ ფოსტა[email protected]

მისამართიქუთაისი, წერეთლის ქ. #13

#

ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის შეხვედრების კვირეული იწყება

ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის ორგანიზებით, 2022 წლის 26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად, ქუთაისის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, სამართლის პროფესიის წარმატებულ წარმომადგენლებთან გაცნობითი-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

2022 წლის 26 ოქტომბერს - ოთხშაბათს, 16:00 საათზე ქუთაისის უნივერსიტეტს ეწვევა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი აღმასრულებელი ანა ხუჯაძე (შეხვედრის ადგილი: შპს ქუთაისის უნივერსიტეტი, წერეთლის ქ. N13, მეორე სართული, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი).

შეხვედრის მიზანია აღმასრულებელსა და იურისტების ახალ თაობას შორის თავისუფალი პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, სამართლის სტუდენტებთან კარიერულ პერსპექტივებსა და სირთულეებზე საუბარი, პრაქტიკული/პროფესიული რჩევების გაზიარება აღმასრულებლის პირადი გამოცდილების საფუძველზე.

კვირეულის მანძილზე სტუდენტები სრულყოფილად გაეცნობიან სამართლის იმ ძირითად პროფესიებს, რომლებშიც უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების შემდგომ, თვითრეალიზაცია/დასაქმება უფრო ეფექტურად შეეძლებათ.