15 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე მონაწილეეები მიიღებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქალთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ფემინიზმი, სტიგმა და სტერეოტიპები ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, ძალადობა და მისი სახეები, რეგიონში არსებული ფსიქო-სოციალური და იურიდიული სერვისები.
პროექტი “ოჯახში და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა” არასამთავრობო ორგანიზაციის „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“-ის და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების „საფარი“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „ქალთა ფონდი საქართველო, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ და “არტარეა” პარტნიორობით ხორციელდება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.